• Ƀ/$

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში: ფაშინიანის ბლოკმა 70%-ზე მეტი აიღო

10 დეკემბერი 09:55, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

სომხეთის ცესკომ ბიულეტენების 99% უკვე დათვალა. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება დიდი სხვაობით პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩვენი ნაბიჯი“ მოიპოვა.

სომხეთის ცესკოს მონაცემით, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ხმების 70,44% მიიღო; „აყვავებამდა სომხეთმა“ – 8,27%; „განათლებულმა სომხეთმა“ – 6,37%; რესპუბლიკურმა პარტიამ - 4,70% მოიპოვა; „დაშნაკცუტუნმა“ - 3,89%;


სომხეთის კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის ეროვნულ საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა 5%-ანი ბარიერი უნდა გადალახონ, ბლოკებმა კი 7%-ანი.


მიღებული შედეგის მიხედვით კი, რესპუბლიკური პარტია პარლამენტს მიღმა რჩება.


სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს გაიმართა.


ქვეყნის ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48,63% შეადგინა.


სხვა სიახლეები