• Ƀ/$

Tesla Model 3-ის გაყიდვებმა 114 000-ს გადააჭარბა

10 დეკემბერი 13:38, 2018 წელი | ტექნოლოგიები

გარკვეული პრობლემების მიუხედავად, Tesla Model 3 აშშ-ში საშუალო კლასის სეგმენტში ათეულში პოზიციას ინარჩუნებს. ნოემბერში შეერთებულ შტატებში 18 000 Tesla Model 3 გაიყიდა, რაც Mercedes c კლასს 211%-ით აღემატება.

საერთო ჯამში, ნოემბერში Model 3-მა მეექვსე ადგილი დაიკავა. პირველზე Toyota Camry გავიდა. ასეთი შედეგის მიუხედავად, ტესლას ნოემბრის გაყიდვები სარეკორდო მაინც არ არის, აღნიშნული მოდელი სექტემბერში 1/3-ით მეტი - 24 040 გაიყიდა, რა დროსაც 1 თვით აბსოლუტური ლიდერის პოზიცია დაიკავა. სულ კი იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით გაყიდვების მაჩვენებელმა 114 160-ს მიაღწია, რაც თვეში საშუალოდ 10 378-ს უდრის.


ელექტრომობილების ბაზარზე საერთო გაყიდვებით პირველ ადგილზე ისევ Nissan Leaf რჩება, რომელმაც, 2010-2018 წლებში 360 000-ზე მეტი მოდელის გაყიდვა მოახერხა, თუმცა გაყიდვების არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში იაპონური კომპანიას ამ პოზიციის დათმობა 2019-2020 წლებში მოუწევს. Tesla Model 3 გაყიდვაში მხოლოდ გასული წლის მიწურულს ჩაეშვა, თუმცა მიმდინარე წელს უკვე მოახერხა კონკურენტზე 2-ჯერ მეტი ელექტრომობილის რეალიზება.


ელექტრომობილების გაყიდვებში მეორე წელია პირველ ადგილს ჩინეთი ინარჩუნებს. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ჩინეთში 750 000 ელექტრომობილი გაიყიდა, მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი ნაწარმია.


მსგავს თემაზე:

TESLA MODEL 3-ის წარმოებამ კვირაში 5000 ერთეულს მიაღწია


ილონ მასკის გადაყენება TESLA-ს $7 მლრდ დაუჯდა


ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება


2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს



სხვა სიახლეები