• Ƀ/$

SAMSUNG Galaxy A8s-ს ეკრანში ჩაშენებული სელფის კამერა ექნება

15 დეკემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სმარტფონების #1 მწარმოებელი SAMSUNG საშუალო სეგმენტისთვის გათვლილ A სერიის ტელეფონებს სულ უფრო და უფრო მეტად მატებს პრემიალურ ნიშნებს, რაც ხარსხთან ერთად ღირებულების ზრდასაც იწვევს. 

პრემიუმ სეგმენტისთვის სამსუნგი როგორც წესი S და NOTE სერიებს უშვებდა. უკეთეს პროცესორს, მეტი გარჩევადობის ეკრანს, მძლავრ ბატარეას, დიდი მოცულობის ოპერატიულ მეხსიერებასა თუ უკეთესი ხარისხის კამერას პირველად სწორედ ამ მოდელებს აჯოლებდა. J სერია საბიუჯეტო კლასს განეკუთვნებოდა, ხოლო A საშუალოს. ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია შეიცვალა.


ოქტომბერსი სამხრეთ კორეულმა კომპანიამ A9 წარადგინა, პირველი 4 კამერიანი სმარტფონი, 24MP-იანი და F1/1.7 დიაფრაგმიანი სელფის კამერით. 8GB ოპერატიული მეხსიერებით და 3800 მილიამეპარ/საათი ბატარეით. 2 თვის შემდეგ კი იმავე კომპანიამ განახლებული A8-ის პრეზენტაცია დააანონსა. მისი სახელი A8s იქნება.


სმარტფონის მთავარი უპირატესობა ეკრანში ჩამონტაჟებული კამერაა, რაც მას მსოფლიოში უნიკალურს ხდის. სხვა მხრივ მოდელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ A8 პლუსს. 4-ის ნაცვლად 8GB ოპერატიული მეხსიერება, 6-ის ნაცლად 6.4 ინჩიანი ეკრანი, 1080X2220-ის ნაცვლად 1080X2340 გაფართოება. გაუმჯობესებულია თავად კამერის შესაძლებლობებიც 16-დან 24 MP-მდე. დიაფრაგმის ზომა 1/1.7-ზე შენარჩუნდა.



სმარტფონის პრეზენტაცია 21 დეკემბერს ჩინეთში გაიმართება, გაყიდვები კი 2019 წლლიდან დაიწყება.


ეკრანში ჩაშენებული კამერიანი სმარტფონები დაანონსებული აქვთ უკვე Huawei-სა და სწრაფადმზარდ Xiaomi-ს.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


დასაკეცი სმარტფონი რეალობა გახდა



სხვა სიახლეები