• Ƀ/$

Tesla-ს აფრიკის ბაზარზე სურს შესვლა

16 დეკემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Tesla-ს დამფუძნებელ ილონ მასკს აფრიკის ბაზარზეც სურს შესვლა. პირველი ავტოცენტრის სავარაოდოდ მასკის მსობლიურ სამხრეთ აფრიკაში გაიხსნება, რომელიც ამავე დროს კონტინენტის ყველაზე განვითარებული ქვეყანაცაა. 

მასკმა სამხრეთ აფრიკა 30 წლის წინ დატოვა. 30 წლის შემდეგ კი შესაძლოა უკან ელექტრომობილებით დაბრუნდეს. აღნიშნული ინფორმაცია თავად მასკმა ტვიტერის საშუალებით გაავრცელა.


ამ დროისათვის ტესლა კანადიდან დაწყებული, ახალი ზელანდიით დამთავრებული 30 სახელმწიფოშია წარმოდგენილი. სიაში არც ერთი აფრიკული სახელმწიფო არ იძებნება. მოქალაქეების დაბალი შემოსავლისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არქონის გამო, კონტინენტზე ელექტრომობილების გაყიდვები ისედაც მცირეა.


როგორც მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებულ წარმატებას Tesla Model 3-მა მიაღწია. $35 000-ად 350 კმ-ს და $44 000-ად 500 კმს სხვა არც ერთი ელექტრომობილი არ გადის. მიმდინარე წლის 11 თვეში 114 000 Model 3 გაიყიდა. რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ტემპის შენრაჩუნების ან გაზრდის შემთხვევაში რისი მოლოდინიც საკმაოდ მაღალია მისი ჯამური გაყიდვები 2019-2020 წლებში Nissan Leaf-ს გადაასწრებს, რომელმაც თავის მხრივ დღემდე 360 000 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო.


რაც შეეხება კომპანიის სხვა მოდელებს Tesla Model S 2012 წლიდან იწარმოება და დღემდე გაყიდულია 200 000-მდე ერთეული, Tesla Model X-ის წარმოება 2015 დაიწყო და ამ დრომდე 100 000-მდე ერთეულის რეალიზება მოხერხდა. Model 3-ის წარმოება 2017 წლის მიწურულს დაიწყო, მაგრამ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყოველი 3 გაყიდული ელექტრომობილიდან 2 სწორედ Model 3 იყო.


კომპანიის ამბიციები კიდევ უფრო დიდია. 2020 წლიდან მას უპილოტო 40 ტონიანი სატვირთოს Tesla model semi-სა და სპორტული სუპერქარის Tesla Roadster-ის წარმოებაში ჩაშვება სურს.



საქართველოში ავტოპარკში ელექტრომობილების წილი 0.2%-ზე ნაკლებია ხოლო მათში Tesla-ს წილი მხოლოდ 1%.


 


მსგავს თემაზე:

Tesla Model Semi-ს გამოცდა წარმატებული აღმოჩნდა


აშშ–ის მთავრობამ ილონ მასკის „მსოფლიო Wi-Fi”-ს გაშვებას მხარი დაუჭირა


ილონ მასკის გადაყენება TESLA-ს $7 მლრდ დაუჯდა


Tesla Model 3-ის გაყიდვებმა 114 000-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები