• Ƀ/$

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი €500 მლნ-ით დააფინანსებს

12 დეკემბერი 15:56, 2018 წელი | ეკონომიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ევროკავშირსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის, საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტის ფარგლებში ტექნიკური დახმარების თაობაზე ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. 

ახალი პროექტი საქართველოს მასშტაბით ახალი და უსაფრთხო გზების ასაშენებლად ტექნიკურ დახმარებას უზრუნველყოფს.


ღონისძიებას ესწრებოდნენ: საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი ლორენს მერედიტი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკრედიტების ოპერაციების დეპარტამენტის უფროსი ლიონელ რაპაი, ევროკავშირის ელჩები, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.


ევროპის საინვესტიციო ბანკი 500 მილიონი ევროთი დააფინანსებს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელ 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს: მსოფლიო ბანკთან ერთად ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობას, უბისა-შორაპანის მშენებლობას და გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას. შეღავათიან კრედიტთან ერთად, ევროკავშირი საქართველოს, გრანტის სახით, თანხას გამოუყოფს „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციების პროექტი“-ს დასაფინანსებლად. პირველ ეტაპზე, ტრანშის სახით ევროკავშირი დაახლოებით 6 მილიონ ევროს გამოყოფს.


ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე უკვე მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის გზის (4 ლოტი) და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის (I ლოტი) მშენებლობა.


მსგავს თემაზე:

ორბელიანის მოედანზე 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა


სამტრედია-გრიგოლეთის დარჩენილი გზის მონაკვეთის მშენებლობას ახალი კომპანია გააგრძელებს


გერგეტის სამების ახალი გზის მშენებლობა დასრულდა



სხვა სიახლეები

ექსკლუზივი