• Ƀ/$

ექსპორტმა 11 თვეში $3 მლრდ-ს გადააჭარბა

13 დეკემბერი 11:47, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $11.325 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6%-ით აღემატება.

11 თვეში ექსპორტი 24%-ით $3.034 მლრდ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 16.8%-ით $8.291 მლრდ-მდე. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი $5.258 მლრდ - საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4% შეადგინა. 


რაც შეეხება უშუალოდ ნოემბერს, ნოემბერში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.4%-ით $283 მლნ-მდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 3%-ით $738 მლნ-მდე შემცირდა.


საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემებს საქსტატი 19 დეკემბერს გამოაქვეყნებს.


მსგავს თემაზე:

ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 9 თვეში $2.57 მლრდ-ს გადააჭარბა


ინფლაციის განაკვეთი ნოემბერში 1.9%-მდე შემცირდა



სხვა სიახლეები