• Ƀ/$

ჩართე როუმინგის ინტერნეტი და მიიღე საჩუქრად სამოგზაურო დაზღვევა

13 დეკემბერი 14:53, 2018 წელი | კომპანიები

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“, ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი და მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, საქართველოში პირველად, მომხმარებელს სთავაზობენ ერთობლივ პროდუქტს.  

ერთობლივი პროდუქტი როუმინგის მომსახურებას და სამოგზაურო დაზღვევას აერთიანებს.


შედეგად, ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, მომხმარებელი ავტომატურად, უფასოდ ისარგებლებს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით. ამ ორი მომსახურების გაერთიანება გადაწყდა მისი პოპულარულობიდან გამომდინარე - საზღვარგარეთ საქმიანი მოგზაურობისას თუ დასასვენებლად გამგზავრების დროს, სამოგზაურო დაზღვევა და მობილური ინტერენტი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია. ჯიპიაისა და ბილაინის ახალი პროდუქტი უზოგავს მომხმარებელს ფინანსებს და დროს, ვინაიდან მას აღარ უწევს დაზღვევაზე დამატებით არც განაცხადის შევსება და არც თანხის გადახდა. ხსენებული პროდუქტით სარგებლობას მომხმარებელი 20 დეკემბრიდან შეძლებს, რისთვისაც საკმარისია ეწვიოს ბილაინის ვებგვერდს https://www.beeline.ge/  ან მობილურ აპლიკაციას MyBeeline.


 „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორის პაატა ლომაძის თქმით,მობილური ოპერატორის მომსახურებაში დაზღვევის ინტეგრაცია უაღრესად ხელსაყრელია მომხმარებლისთვის და ამის არაერთი პრეცედენტი არსებობს მსოფლიოში. 


„მოხარულები ვართ, რომ პირველი ნაბიჯი საქართველოში ჩვენ ბილაინთან ერთად გადავდგით. ეს მხოლოდ დასაწისია - ჩვენ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზე ვაგრძელებთ მუშაობას, რაც ჩვენი კომპანიების ასიათასობით მომხმარებელს სარგებელს მოუტანს. კონკრეტულად ამ საპილოტე პროექტით, ბილაინის ყველა მომხმარებელი, რომელიც როუმინგის ინტერნეტით სარგებლობს, ავტომატურად გაიაქტიურებს დაზღვევას 50,000 ევროს ლიმიტით და დაცულად იმოგზაურებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში",-განაცხადა ლომაძემ.


"ვიონი საქართველოს" გენერალური დირექტორის ანჯეი მალინოვსკის თქმით, ის მოხარულია, რომ საიმედო და წარმატებულ პარტნიორთან, "ჯიპიაი ჰოლდინგთან" ერთად მომხმარებელს მნიშვნელოვან სიახლეს სთავაზოვს. 


„მოხარული ვართ, რომ საიმედო და წარმატებულ პარტნიორთან, სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგთან“ ერთად მომხმარებელს ვთავაზობთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც მას ცხოვრებას გაუმარტივებს. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ „ბილაინის“ მომხმარებელს შევუმსუბუქოთ, ან სულაც ავაცილოთ ყოველდღიური საზრუნავი, იმისთვის რომ გაცილებით უფრო მეტი დრო დარჩეს საკუთარი თავისთვის და სიამოვნებისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოგზაურობისთვის მზადების დროს და ამ ერთობლივი პროდუქტით, მომხამრებელს მინიმუმ ერთი საზრუნავით ნაკლები ექნება,“- განაცხადა მალინოვსკიმ.


 ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და ხელმისაწვდომ როუმინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ზარების განხორციელებასა და მიღებას, SMS სერვისს და მობილურ ინტერნეტს.


ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, საჭიროების მიხედვით.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი 50,000 ევროს ფარგლებში ფარავს უცხოეთში ყოფნისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს - იქნება ეს ტრავმა, უეცარი ავადმყოფობა, თუ ჯანმრთელობის სხვა მოელოდნელი პრობლემები. საერთაშორისო ასისტანსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს. წლის დასაწყისიდან სამოგზაურო დაზღვევით ჯიპიაი-მ 289,000 ლარი აუანაზღაურა თავის დაზღვეულებს. 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც ბაზრის 24% უჭირავს. 


სხვა სიახლეები