• Ƀ/$

მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს

14 დეკემბერი 17:49, 2018 წელი | ეკონომიკა

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიმდინარე პროექტების განსახილველად მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტების ხელმძღვანელს როზანა ნიტსა და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა რეგიონული განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მომავალი წლის გეგმას. როზანა ნიტმა გამოთქვა მზადყოფნა მსოფლიო ბანკმა გაზარდოს დაფინანსება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მისი საქვეუწყებოებო დაწესებულებების პროექტების მართვის მიმართულებით.


მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა: აბასთუმანში ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და ისტორიული ხის სახლების რეაბილიტაცია, მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი, დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია, მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობა, კაცხის სვეტთან კელიების და მომსახურების შენობის მშენებლობა, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და სხვა.    


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველომ 11 ადგილით აიწია


მსოფლიო ბანკი: პლანეტის მოსახლეობის ნახევარი დღეში $5,5-ზე ნაკლებს მოიხმარს



სხვა სიახლეები