• Ƀ/$

სემეკი: პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

15 დეკემბერი 14:11, 2018 წელი | კომპანიები

სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სემეკ-ი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბინების გაქირავებისას წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესებას.

ის პირები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით (მათ შორის, AirBnB-ისა და booking.com) აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში გადაიხდიან საყოფაცხოვრებო
ტარიფს.


რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული პირობების ჩამოყალიბებას ასეთი ტიპის სასტუმროებისთვის. წარმოების დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 2019 წლის
იანვრისა, საოჯახო სასტუმროებზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის ნაცვლად გავრცელდება შერეული სატარიფო სისტემა. რეგულაციის შემუშავების პროცესში, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს
საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და მათი პოზიციების დაფიქსირებას სამუშაო ფორმატში. აღნიშნული ფორმატი კომისიის საქმიანობაში მიღებული და არაერთხელ აპრობირებულია.


სხვა სიახლეები