• Ƀ/$

ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ

22 დეკემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების ინდუსტრიის ხსენებისას აქცენტი ყოველთვის მსუბუქ ავტომობილზე კეთდება, მაშინ როცა ელექტროძრავიანი ავტობუსები უკვე არსებული რეალობაა.

ავტობუსი როგორც წესი, თუ ის ძალიან ძველი და ტექნიკურად გაუმართავი არ არის, მსუბუქ ავტომობილზე ეკოლოგიურია. მართალია საწვავს უფრო მეტს მოიხმარს, მაგრამ მისი მეშვეობით შესაძლებელია იმდენი მგზავრის გადაადგილება რასაც 10 მსუბუქი ავტომობილი სჭირდება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მსუბუქ ავტომობილში ხშირად მხოლოდ მძროლი ან დამატებით ერთი მგზავრია ავტობუსის ეკოლოგიური უპირატესობა კიდევ უფრო იზრდება, რასაც ქალაქში შემცირებული საცობებიც ემატება. ამის მიუხედავად ავტობუსს, განსხვავებით ტრამვაისა და ტროლეიბუსისგან მაინც აქვს გამონაბოლქვი. რაც არ გააჩნია ელექტროძრავიაბ ავტობუსს, რომელიც ტროლეიბუსის უკეთეს ალტერნატივად შეიძლება მივიჩნიოთ.


ელექტრო ავტობუსები 7-8 წლის წინ ჩინეთში გამოჩნდა და დღეს ეს ქვეყანა ერთდროულად #1 მწარმოებელი და მომხმარებელია, რასაც მმართველობის ვერტიკალი განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ბოლო 40 წლის მანძილზე განსაკუთრებული ტრანსფორმაცია განიცადა, დაიშვა კერძო საკუთრება და მნიშვნელოვნად შემცირდა რეპრესიები, ხელისუფლების ნათქვამი მაინც კანონია, რომელიც დისკუსიებისა და განხილვების გარეშე სრულდება. ჩინეთს, კი სადაც ინდუსტრიული სმოგი ჩვეულებრივი მოვლენაა ეკოლოგიური გარემოსა გაჯანსაღება ნამდვილად სჭირდება. ელექტროავტობუსების რიცხვი ჩინეთში 385 000-ს აღწევს რაც ქვეყნის ავტობუსების საერთო რაოდენობის 17%-ს აჭარბებს.



ჩინეთის გარდა ელექტრო ავტობუსები გვხდება კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში. მისი პრობლემები იგივეა რაც ჩვეულებრივი ელექტრომობილის: მაღალი ფასი, მცირე გარბენი და დასამუხტი დროის ხანგძლივობა. მაგრამ ის ფაქტი რომ მუნიციპალურ ტრანსპორტს ქალაქების მთავრობები სრულად ან ნაწილობრივ მაინც აკონტროლებენ ავტობუსების პარკის განახლება უფრო იოლი ხდება.


2 ელექტრო ავტობუსი ნავთობის დღეღამიურ მოხმარებას 1 ბარელით ამცირებს. დღეისთვის მთელი მსოფლიოს ელექტროავტობუსები დღეღემაში 279 000 ბარელ ნავთობს ზოგავენ. როცა ჯამური მოხმარება 99 მლნ ბარელს აჭარბებს რიცხვი - 279 ათასი უმნიშვნელოდ გამოიყურება და 0.3%-ზე ნაკლები, მაგრამ ინდუსტრია ამ შემთხვევაშიც მზარდია. თანამედროვე ელექტროავტობუსს უკვე 500 კილომეტრის გავლა შეუძლია რაც საკმარისია შიდასაქალაქო გადაადგილებისთვის და საშუალო მანძილზე მყოფი 2 ქალაქის დასაკავშირებლად.


ელექტროავტობუსების წარმოება დაანონსებული აქვთ ისეთ ცნობილ ავტომწარმოებლებს როგორებიც არიან: MAN, Mercedes, Toyota, Hyndai...



პირველი მუნიციპალური ელექტროავტობუსები 90-მდე ერთეული თბილისში 2019 წელს უნდა გამოჩნდეს რასაც კიდევ 200 ერთი წლის შემდეგ დაემატება.


500 კილომეტრიანი რესურსი საკმარისია თბილისიდან როგორც ბათუმსა და ანაკლიაში, ასევე ოკუპირებულ სოხუმში ჩასასვლელადაც.



მსგავს თემაზე:

90 ელექტროძრავიანი ავტობუსი თბილისში 2019 წლიდან გამოჩნდება


საქართველოში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება


ელექტრომობილების გავლენა ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე და ელექტროენერგიის ტარიფზე


ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება


2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


Tesla Model 3-ის გაყიდვებმა 114 000-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები