• Ƀ/$

სემეკმა მოქალაქეებს 113 484 ლარი ჩამოაწერა

18 დეკემბერი 12:00, 2018 წელი | კომპანიები

სემეკმა მოქალაქეებს მიმდინარე კვირაში 113 484 ლარის დავალიანება ჩამოაწერა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 17-18 დეკემბერის საჯარო სხდომებზე დღის წესრიგებით გათვალისწინებული 152 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და სს „თელასს“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, სს „საქორგგაზს“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის არსებულ დავებს.


მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.


კომისიის გადაწყვეტილებებით, მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 113 484 ლარი შეადგინა.


საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.


კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. 


სხვა სიახლეები