• Ƀ/$

პრობლემები, რომელთაც ტექნოლოგიები მოაგვარებს

22 დეკემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ტექნოლოგიებმა მრავალი პრობლემა წარსულში დატოვეს, შემცირდა სიღარიბე, გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა, გამარტივდა მგზავრობა. განვითარება გრძელდება.

სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ეკონომისტებმა, სოციოლოგებმა, სამედიცინო და IT სფეროს წარმომადგენლებმა გამოყვეს 3 პრობლემა, რომელთა დამარცხებაშიც ტექნოლოგიებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ:


1)      შიმშილობა -  ბოლო 200 წლიწადში უკიდურესი სიღარიბე 95-დან  11 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ ერთია რიცხვებით თავმოწონება და მეორე ის 800 მლნ-ზე მეტი ადამიანი რომლებსაც არათუ სრულფასოვნად კვება არ შეუძლიათ, ფაქტობრივად შიმშილობენ. ისინი ან პირდაპირ შიმშილით ან შიმშილოსგან გამოწვეული დასუსტებული იმუნიტეტით იღუპებიან, დროთა განმავლობაში მათი ორგანიზმი იმდენად სუსტდება, რომ უბრალო გრიპიც კი კლავთ. გენმოდიფიცირებული საკვები, თავისი სასარგებლო თვისებებით ნატურალურთან ვერ მივა, მაგრამ მან უკვე ასობით მილიონი ადამიანი დაღუპვისგან იხსნა. ტექნოლოგიების მეშვეობით მოსავლიანობის მატებამ, შენახვის პირობების გაუმჯობესებამ და მაღალმა ურბანიზაციამ სიღარიბე მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.



2)      თანამედროვე მონობა - სიტყვათშეთანხმების „თანამედროვე მონობის“ განსაზღვრება დაზუსტებული არ არის. ვიწრო გაგებით ეს ნიშნავს ტრეფიკინგს, როდესაც სიცოცხლის მოსპობის ან რაიმე სხვა მუქარის შედეგად ერთი ადამიანი მეორეს მისთვის ან სხვისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას, კარიერზე მუშაობას სხვადასხვა სახის მძიმე და/ან შეურაცხმყოფელი სამუშაოს შესრულებას აიძულებს ანაზღაურების გარეშე. ფართო გაგებით კი ეს არის ბავშვთა შრომის გამოყენება, ან სრულწლოვანისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების მოთხოვნა, იმის იმედად რომ მას წასასვლელი არსასდ აქვს. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც ტექნოლოგიების განვითარების თანმდევი პროცესია, ადამიანს აძლევს საშუალებას უარი თქვას სიცოცხლისთვის საშიშ და დამამცირებელი სამუშაოს შესრულებაზე, მოითხოვოს ანაზღაურების ზრდა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება.



3)      დაბინძურებული გარემო - დაბინძურებული ჰაერისა და წყლის შედეგად წელიწადში წელიწადში სხვადასხვა გათვლებით 6-დან 10 მილიონამდე ადამიანი იღუპება. მხოლოდ ნავთობის დღე-ღამური მოხმარება 99 მლნ ბარელს აჭარბებს. წელიწადში ატმოსფეროში 35 მლრდ ტონა ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რაც პირადპირ უწყობს ხელს გლობალურ დათბობას. ენერგიაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება. გამოსავალი ისევ ტექნოლოგიებშია: ელექტრომობილები, მზის პანელები, ქარის ტურბინები, ჰესები, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები უკვე დღეს მავნე აირების ემისიას გარკვეულწილად ამცირებენ. ტემპის შენარჩუნების ან გაზრდის შემთხვევაში პროცესი უკეთესობისკენ უფრო სწრაფად შეიცვლება.



მსგავს თემაზე:

ბრიტანეთის იმპერიამ მონობის აკრძალვა მთელს მსოფლიოში დააჩქარა


უკიდურეს სიღარიბეს დღე-ღამეში თავს 130 000 ადამიანი აღწევს


დრონები ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებენ


Google-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესაძლებლობები იზრდება


ელექტრომობილების გავლენა ეკონომიკაზე, ეკოლოგიაზე და ელექტროენერგიის ტარიფზე


ტელეპორტაცია - მომავლის ტექნოლოგია თუ სამეცნიერო ფანტასტიკა?



სხვა სიახლეები