• Ƀ/$

ბიტკოინის ფასი $4000-ს გადასცდა

20 დეკემბერი 14:18, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტოვალუტები ისევ მყარდება. ჯამური კაპიტალიზაცია 4 დღეში 30%-ით $132 მლრდ-მდე გაიზარდა. თუმცა რამდენად მიიღებს აღნიშნული უფრო ხანგრძლივი ტენდენციის სახეს, ჯერ გარკვეული არ არის.

8%-იანი გამყარების შემდეგ, პირველად ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი $4000-ს გადასცდა და ამჟამად $4100 ღირს. ერთკვირიან ჭრილში #1 ციფრული ვალუტა 20%-ით გამყარდა.


რიპლი 5%-ით გამყარდა, ეთერიუმი - 7%-ით, ბევრად უფრო მეტად 24 საათში 38%-ით, ხოლო 1 კვირაში 63%-ით გამყარდა ბიტკოინ ქეში. ბოლო დღეებში 20%-ზე მეტით გამყარდა, ასევე: ტრონი, იოტა, დეში, ლაითკოინი, ეთერიუმ კლასიკი და სხვა ცნობილი ვალუტები.


ბოლო პერიოდის გამყარების მიუხედავად, ბიტკოინის ამჟამინდელი ფასი, 1 წლის წინანდელზე - $17200-ზე 4.2-ჯერ ნაკლებია, ჯამური კაპიტალიზაცია კი 4.6-ჯერ 2017 წლის 20 დეკემბერს კაპიტალიზაცია $611 მლრდ-ს აღწევდა.


სხვა სიახლეები