• Ƀ/$

საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება

20 დეკემბერი 15:28, 2018 წელი | ტექნოლოგიები

„საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქ როუდ ჯგუფს“ შორის საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, ერთობლივი პროექტის განვითარების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება. „საპარტნიორო ფონდი“ მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალებზე სამუშაოდ.


„საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. „Uniti Sweden AB“ ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთ-ერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. „საპარტნიორო ფონდისთვის“ საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.


ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „Uniti Sweden AB”-ის დამფუძნებელმა ლიუის ჰორნმა და „სილქ როუდ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ვასილ კენკიშვილმა.


მსგავს თემაზე:

უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


ქართული ბანკები ავტოპარკს ელექტრომობილებით ჩაანაცვლებენ


ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება


Tesla Model 3-ის გაყიდვებმა 114 000-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები