• Ƀ/$

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გამოცდილებას გაეცნო

21 დეკემბერი 12:38, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სააგენტოს სტრუქტურული მოდელით დაინტერესება თავდაცვის სისტემაში ანალოგიური ორგანოს შექმნის ინიციატივამ განაპირობა, რომელიც სახელმწიფო ავიაციის საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას განახორციელებს. სამინისტროს ძირითად ინტერესს სააერნაონსო მომსახურების, აეროდრომებისა და აეროპორტების ზედამხედველობის, პერსონალის ლიცენზირების, საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობისა და რეგისტრაციის მიმართულებები წარმოადგენდა. აღნიშნულის ირგვლივ, სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა და შესაბამისმა დეპარტამენტებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოში არსებული ძირითადი პროცესების და ეფექტური სისტემის ფუნქციონირების შესახებ.


შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამოქალაქო და სახელმწიფო დანიშნულების (სამხედრო) ავიაციის ისეთ გადამკვეთ საკითხებზე და გამოწვევებზე, როგორიცაა სამოქალაქო და სახელმწიფო ავიაციის აქტივობების ზრდა და ამ ფონზე საჰაერო სივრცის მოქნილი სარგებლობის შესახებ ახალი რეგულაციების ამოქმედება, სახელმწიფო დანიშნულების აეროდრომების სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის გამოყენება, საავიაციო ძებნა-შველის ოპერაციები, ევროპულ/ევროატლანტიკურ სისტემებში ინტეგრაცია და ა.შ. გამოითქვა ორმხირივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოცდილების გაზიარებისა და საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული რეგულაციების დანერგვის კუთხით.


მსგავს თემაზე:

2019 წელს ნატო-საქართველოს ორი სხვადასხვა სამხედრო სწავლება გაიმართება


თავდაცვის უწყებაში 2019 წელი კიბერუსაფრთხოების წლად ცხადდება



სხვა სიახლეები