• Ƀ/$

მარიხუანა აშშ-ში 2020 წლისთვის დამატებით 250 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის

23 დეკემბერი 14:00, 2018 წელი | ანალიტიკა

ნარკოტიკული საშუალებების მიმართ სხვადასხვა ქვეყნის დამოკიდებულება სხვადასხვაა. ზოგან მოხმარებაც კი სიკვდილით ისჯება, ხოლო ზოგან მათი ნაწილი არათუ დეკრიმინალიზებული ლეგალიზებულიცაა.

მარიხუანა ერთ-ერთ ყველაზე მსუბუქ ნარკოტიკად მიიჩნევა, რომელიც ნაკლებად იწვევს მიჩვევას და გვერდითი მოვლენების მიუხედავად მის მოხმარებას სიკვდილი არ მოსდევს. ბოლო პერიოდში მის ლეგალიზებაზე სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო ალაპარაკდა. რაც რამდენიმე მიზეზით აიხსნება:


1)      უფლებრივი ნაწილი. თუ არ არსებობს დაზარალებული ე.ი. არ უნდა არსებობდეს დამნაშავეც. ხოლო ის მოცემულობა, რომ რაიმეს ყიდვა ლეგალური იყოს გაყიდვა კი არა ალოგიკურია.


2)      აკრძალვის არაეფექტიანობა. ფულადი ჯარიმისა თუ პატიმრობის საფრთხის მიუხედავად აკრძალვები ნაკლებად მუშაობს. ალკოჰოლის აკრძა;ლვამ და მშრალმა კანონმა არ იმუშავა არც შტატებში და არც 65 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირში.


3)      ნაკლებად ცუდისთვის უპირატესობის მინიჭება. აკრძალვის შემთხვევაში ჩნდება ათასგვარი სხვა ალტერნატივა, რომლის ზემოქმედების დონე ბევრად უფრო მეტია, იზრდება სიკვდილიანოაბ. მარიხუანის ლეგალურად დაშვების შემთხვეაში ე.წ. ბიოზე არჩევანს ნაკლები ადამიანი გააკეთებს.


4)      ეკონომიკური ეფექტი. ნარკოეკონომიკაში ასობით მილიარდი დოლარი ტრიალებს და სახელმწიფოებს თითქმის არაფერი რჩებათ, პირიქით საკმაოდ დიდი თანხები მასთან ბრძოლაში იხარჯება. ლეგალიზების შემთხვევაში ის ჩვეულებრივ დაიბეგრება.


მარიხუანა სრულად ლეგალური, ისევე როგორც თამბაქო ნიდერლანდებშიც არ არის და მისთვის სპეციალური კაფეებია მოწყობილი, თუმცა სხვა შემთხვევაშიც მოხმარება სასჯელს თითქმის არ ექვემდებარება. მარიხუანა სარეკრიაციო მიზნით ლეგალიზებულია ამერიკის 10 შტატში, სამედიცინო დანიშნულებით კი 33-ში. შტატების რაოდენობა იზრდება. ევროპის ქვეყნების უმეტესობაშიც მარიხუანა არალეგალურია, თუმცა მოხმარება დეკრიმინალიზებულია, ან უბრალოდ არ ხდება მომხმარებლის რაიმე ფორმით დასჯა.


ლეგალიზება ახალ სამუშაო ადგილებს აჩენს. მათი ნაწილი მხოლოდ ფორმალურადაა ახალი და ის მიწისქვეშეთიდან დღის სინათლეზე გამოდის ნაწილი კი მართლა ახალია, ასეთი უფრო ირიბი სამუშაო ადგილებია კაფის ან სასტუმროს პერსონალი. სხვადასხვა კვლევებით მხოლოდ შეერთებულ შტატებში 2020 წლისთვის მარიხუანამ დამატებით 250 000 ახალი სამუშაო ადგილი უნდა შექმნას.


საქართველოში ბოლო წლებში ლიბერალიზაციისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა: 1) სასწრაფოს ბრიგადას ზედოზირების შემთხვევაში პატრულში დარეკვის ვალდებულება მოეხსნა. 2) თუ პირი არ იმყოფებოდა პირობითი სასჯელის ქვეშ განმეორებით მოხმარების შემთხვევაში პატიმრობა ჯარიმით შეიცვალა 3) სხვა დანაშაულის არ არსებობის შემთხვევაში შეჩერდა პირის ეჭვის საფუძველზე შემოწმებაზე გადაყვანის პრაქტიკა. 4) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2018 წლის 30 ივლისიდან მარიხუანას მოხმარებაზე ყველა სახის სანქცია გაუქმდა. მისი სრული ლეგალიზებისა და ექსპორტზე გატანის კანონპროექტი ჩავარდა. დღეს მოქმედი რეგულაციებით კვლავ დასჯადია კანაფის კულტივაცია და გასაღება. ასევე მისი მოხმარება არასრულწლოვანის თანდასწრებით და ავტომობილის მართვა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.


მსგავს თემაზე:

ავსტრალიამ სამედიცინო მარიხუანის ექსპორტი დაიწყო


კანადის სენატმა მარიხუანის ლეგალიზებას მხარი დაუჭირა


$4 მლრდ–იანი ინვესტიცია მარიხუანაში


მარიხუანის დაკანონების პირობა ნიუ-იორკის გუბერნატორმაც დადო



სხვა სიახლეები