• Ƀ/$

მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

24 დეკემბერი 13:44, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.5%-იანი კლებით. 

აღნიშნულ პერიოდში ფასები 0,2 პროცენტით გაიზარდა სამშენებლო მასალებზე, ხოლო 0,4 პროცენტით - ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე.


წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა 0,7 პროცენტით. ინდექსის შემცირება, ძირითადად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13,4 პროცენტიანი კლებით, რაც -4,21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში სამშენებლო მასალებზე ფასების 6,0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც 3,23 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. გარდა ამისა, ფასების ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტირებაზე, საწვავსა და ელექტროენერგიაზე (5,4 პროცენტი).


მსგავს თემაზე:

ADB ხევი-უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობას 255 მილიონი ევროთი დააფინანსებს


სამშენებლო პროდუქციის შესახებ რეგლამენტის ამოქმედება 15 იანვრამდე გადავადდა



სხვა სიახლეები