• Ƀ/$

ციფრული ვალუტები მკვეთრად გამყარდა

24 დეკემბერი 14:16, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

დიდი ვარდნის შემდეგ ორშაბათს 24 დეკემბერს ციფრული ვალუ5ტები ისევ გამყარდა. ბოლო 10 დღეში ჯამური კაპიტალიზაცია 45%-ით $146 მლრდ-მდე გაიზარდა.

ბიტკოინის ღირებულება ბოლო 24 სთ-ში 5%-ით, ბოლო 7 დღეში კი 27%-ით გაიზარდა. მისი ღირებულება ამჟამად $4250-ს შეადგენს, რაც წლის მინიმალურ მაჩვენებელს $1000-ით აღემატება.


სხვა ვალუტების ფასი ბიტკოინზე მეტად გაიზარდა, რის გამოც ბიტკოინის წილი მთლიან კაპიტალიზაციაში 54-დან 51 პროცენტამდე შემცირდა. ერთ კვირაში რიპლი 50%-ით, ეთერიუმი 70%-ით ხოლო ბიტკოინ ქეში 150%-ით გამყარდა. 30%-ზე მატად გამყარდა აგრეთვე: ეოსი, სტელერი, ლაითკოინი, იოტა, ცარდანო, მონერო, დეში, ნემი, ეთერიუმ კლასიკი, ზიქეში, ბიტკოინ გოლდი, ბაითკოინი... იმ ვალუტების რიცხვი რომელთა კაპიტალიზაციაც $1 მლრდ-ს აღემატება 9-დან 12-მდე გაიზარდა.


სხვა სიახლეები