• Ƀ/$

„ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციები და საწარმოო პროცესი მედიის წარმომადგენლებს გააცნეს

25 დეკემბერი 12:33, 2018 წელი | კომპანიები

„ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციები მედიის წარმომადგენლებმა  მოინახულეს.

ჟურნალისტებმა ზეთის ხილის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა და საწარმო პროცესი დაათვალიერეს.


კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ მედიის წარმომადგენლებს ზეთისხილის თვისებებისა და კომპანიის გაფართოების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. ქართულ ზეთის ხილსა და ზეითუნის ზეთის მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება. შესაბამისად, „ქართული ზეთის ხილის“ კომპანია გაფართოებას და  დამატებით 1000 ჰექტარზე პლანტაციების გაშენებას გეგმავს.


„რეგიონისთვის ზეთის ხილის პლანტაციების გაფართოება დამატებით დასაქმების წყარო გახდება და განვითარების სტიმულს გააჩენს. ზეითუნის ზეთის წარმოების ზრდა 800-დან 1000 სამუშაო ადგილს შექმნის, გაიზრდება საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო მსოფლიო რუკაზე ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყნად მოინიშნება. ქართული  ზეთისხილი მაღალი ხარისხისა და დაბალი მჟავიანობის გამო, საექსპორტო ბაზრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველია“, განაცხადა მედიასთან გიორგი სვანიძემ.


შეგახსენებთ, რომ ჩინეთში „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, ქართული ზეთისხილის ექსპორტთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთანხმება ჩინეთის უმსხვილეს საინვესტიციო კომპანიასთან შედგა. ძიანგსის პროვინცის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭეროთ ქართველი მეწარმეები იღებდნენ მონაწილეობას ქართული ნატურალური პროდუქტების მიმართ ჩინეთის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან დიდი ინტერესი გაჩნდა. მათ შირის ქართულ ზეითუნის ზეთზე. “საპარტნიორო ფონდის“ ძალისხმევით ჩვენ ძაილან მოკლე ხანში შევძელით ჩინეთის უდიდეს ბაზარზე გასვლა. ამისთვის ჩვეულებრივ 7-8 წელია საჭირო“, განაცხადა გიორგი სვანიძემ. მისი თქმით, ქართულ ზეითუნის ზეთზე მოთხოვნა დიდია, საექპორტო პროდუციის რესურსი კი ამ ეტაპზე მცირე. სწორედ ამიტომ, კომპანია დამატებით, პლანტაციების გაშენებას და წარმოების გაზრდას გეგმავს.


„ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ზეთის ხილის კულტურის განვითარება. ჩნდება დამატებითი შემოსავლები, რაც პირდაპირპროპორციუად აისახება ადგილობრივების ცხოვრების დონეზე. კახეთის რეგიონის კლიმატურ პირობებში საუკეთესო ხარისხის ზეთის ხილის მოყვანაა შესაძლებელი, შესაბამისად ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მოთხოვნის დაკმაყიფილება უნდა შეგვეძლოს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.


„ქართული ზეთის ხილის“ კომპანიის პლანტაციები და საწარმო პროცესი მედიის წარმომადგენლებმა  „საპარტნიორო ფონდის“ მიერ კახეთში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“ გამართულ მედია სემინარის ფარგლებში დაათვალიერეს.


სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში პირველი ქართული ზეთისხილის  წარმოება გასულ წელს დაიწყო. საწარმოში ორი სახეობის ზეთისხილის ზეთი (შავი და თეთრი) უმაღლესი სტანდარტებით, ცივი დაწურვის ტექნოლოგიით ისხმება. „ქართული ზეთისხილის კომპანიას“ ზეთისხილის ბაღები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. კომპანია დღეს ორგანულ, ბიოლოგიურად სუფთა ზეთისხილის ზეთს, დაფასოებულ ზეთისხილს და საპონს უშვებს. პლანტაციებსა და საწარმოში დაახლოებით 800-მდე ადამიანია დასაქმებული. ქართული ზეითუნის ზეთი დღეს ქსელურ მარკეტებში კარფურის ნიშნით იყიდება.


სხვა სიახლეები