• Ƀ/$

ეკონომიკის მინისტრმა ქვეყნის მთავარ გამოწვევად სიღარიბე დაასახელა

25 დეკემბერი 15:20, 2018 წელი | ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მთავარ გამოწვევად სიღარიბე დაასახელა და მის დაძლევის აუცილებოლბას გაუსვა ხაზი.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტატისტიკით, 2013 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ათი პროცენტით შემცირდა, ჩვენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამოწვევად და ნომერ პირველ პრიორიტეტად სიღარიბესთან ბრძოლა რჩება“ - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


„სიღარიბესთან ბრძოლა არის ის პარამეტრი, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. ცხადია, ხალხს უჭირს, რადგან გვაქვს ჯერ კიდევ სიღარიბის 20 პროცენტიანი მაჩვენებელი და ეს უნდა დავძლიოთ. სიღარიბის შემცირების ტემპები ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დაბალი და გვჭირდება მისი დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპები“ - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


მსგავს თემაზე:

უკიდურეს სიღარიბეს დღე-ღამეში თავს 130 000 ადამიანი აღწევს



სხვა სიახლეები