• Ƀ/$

ზემსუბუქ საჰაერო ხომალდებზე რეგულაციები დაწესდება

26 დეკემბერი 15:51, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების შემუშავების პროცესში სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ინდუსტრიასთან კონსულტაციები დაიწყო.

უპილოტო საჰაერო სისტემების და საერთო დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტი სააგენტოში მიმდინარე წლის აპრილიდან შეიქმნა და მისი შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტება ოქტომბერში დასრულდა. ამ ეტაპზე მუშაობა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირების, საფრენოსნო ექსპლუატაციის, საფრენად ვარგისობისა და ტექნიკური მომსახურების წესების შემუშავებაზე მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს თურქეთის, ჩეხეთისა და უკრაინის გამოცდილება.


რეგულაციების მიღების აუცილებლობა ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქვეყანაში ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რიცხვის ზრდამ და მათი, როგორც რეკრეაციული, ისე კომერციული დანიშნულებით ექსპლუატაციამ განაპირობა. ამასთან, ვინაიდან ICAO ადგენს ზოგად საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდირებულ პრაქტიკას, არსებული მოთხოვნები ხშირ შემთხვევაში სრული მოცულობით ვერ უზრუნველყოფს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის სამართლებრივ მოწესრიგებას ან თანაბრად ვრცელდება, როგორც მსხვილ, ისე მცირე ზომის ოპერატორებზე, რაც ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს დაბრკოლებას აღნიშნული საქმიანობით დაკავებული პირებისათვის. ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება ხელს შეუწყობს ფრენების უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ე.წ. „მცირე ავიაციის“ განვითარებას საქართველოში.


სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სააგენტო ინდუსტრიისთვის რეგულაციების პირველადი პროექტების წარდგენას ეტაპობრივად, მომავალი წლის თებერვლის ბოლოდან გეგმავს. 


მსგავს თემაზე:

საქართველომ სირიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა


დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია


დრონები აგროწარმოებას ზრდიან


11 თვეში საქართველოს აეროპორტები 4.688 მლნ მგზავრს მოემსახურა



სხვა სიახლეები