• Ƀ/$

"ქართული ბრენდი" – „ოქროს კამერა“ და ბრილინტის თვლებით შემკული ,,საფერავი“ ელდარ შენგელაიასთვის

27 დეკემბერი 13:41, 2018 წელი | კომპანიები

26  დეკემბერს  ,,ქართული ბრენდის დღე 2018“-ის დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონია გაიმართა.

პროექტი უკვე მეთექვსმეტე წელია არსებობს და  არაერთი ქართული ახალი ბრენდისთვის გახდა სტარტი დიდი წარმატებისკენ. 


ამის პარალელურად კი, „ქართული ბრენდის დღე“ თავად იქცა ბრენდად და  საქართველოს ფარგლებსაც გასცდა _  გაზაფხულზე იტალიამ უმასპინძლა,  ნიუ იორკში კი ,,ქართული ბრენდის დღის’’ 15 წლის იუბილე პომპეზურად აღინიშნა.    



,,ქართული ბრენდის დღე 2018“-ის გამარჯვებულები 7 ნომინაციაში გამოვლინდნენ _ ლიდერი, რეპუტაცია და ნდობა, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული ისტორიული ბრენდი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი და ბრენდ-პერსონა.


რა თქმა უნდა, დაჯილდოების ცერემონია პომპეზურად წარიმართა, იყო ბევრი სიურპრიზი, ემოცია და ტაში, ყველაზე ამაღელვებელი კი „ცისფერი ტრიოს“ ,,ქარი გიმღერის ნანასა“ აღმოჩნდა, რომელმაც საუკუნით უკან დააბრუნა მსმენელი. დაჯილდოების კულმინაცია 2018 წლის ბრენდ-პერსონის დასახელება გახლდათ _ ეს საპატიო ჯილდო თანამედროვე კინოს ცოცხალ ლეგენდას, ელდარ შენგელაიას ერგო,  რომელსაც  საჩუქრად ,,ოქროს კამერა“ _ ოსკარ შინდლერის აკადემიისგან, ხოლო  ბრილიანტის თვლებით შემკული „ხაშმის საფერავი“ „ქართული უნიკალური ღვინოსგან“ გადაეცა.


„ქართული ბრენდის დღე 2018“-ის გამარჯვებულები:


ნომინაცია:  „წარმატებული ახალი ბრენდი“: ,,ახაშენი ღვინის კურორტი’’,  რძის პროდუქტების კომპანია „შირაქი“, კომპანია „ქართული უნიკალურ ღვინო“ ბრენდისათვის „ხაშმის საფერავი“, ოსკარ შინდლერის აკადემია ბრენდისათვის „ჯოლბორდი“, კომპანია ,,ანასეული” ბრენდისათვის „ოტკა“.



ნომინაცია: ,,რეპუტაცია და  ნდობა“: ქართული ცეკვის კომპანია „შავლეგო“, სასტუმრო ,,აივანი“,  ესთეტიკური მედიცინის ცენტრი ,,დერმა“, კლინიკა „ინოვა“, გადაცემა „პულსი“,  ანსამბლი „შვიდკაცა“, საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია „გრინვეი ლოჯისტიკი“, სასტუმრო კომპლექსი „საირმე რეზორტი“, სამშენებლო კომპანია ,,იუნიქს დეველოპმენტი“,  „ბაბილო ჯგუფი“, კომპანია „არგ გრუპი“, დიზაინერი მანანა მანია.                       


ნომინაცია „ლიდერი“: ღვინის კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი“, ფარმაცევტული კომპანია „პეესპე ჯგუფი“,  ,,ნატალია კვანტალიანის სისხლის ბანკი“,  პალიტრა მედია ჰოლდინგი, კლინიკა ,,ენმედიცი“, „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“ ბრენდისათვის ,,ოქროს ტალღა”,                                             „გაგუას კლინიკა“,  სილამაზის სალონების ქსელი „ნატალი“, ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“.   ნომინაცია „წარმატებული ტელეპროექტი“:  გადაცემა „რა დროს ძილია?!“  მუსიკალური შოუ  „მხოლოდ ქართული“ , რეგიონალური, აჭარის  ტელევიზიის გადაცემა  ,,დილის ტალღა“


ნომინაცია „ისტორიული ბრენდი“: ,,ცისფერი ტრიო’’ , მოზარდ მაყურებელთა თეატრი.               ბრენდ-პერსონა: ელდარ შენგელაია.


ასევე დაჯილდოვდნენ :  თამარ ფხაკაძე მულტიმედიური ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, სპორტული რადიო „ჯაკოს“ გადაცემა „წახნაგები ევა ბაბალაშვილთან ერთად“ და საერთაშორისო პროექტი ,,წარმატებული ემიგრანტი ქალები“.


პროქტს პარტნიორებას  უწევდნენ: საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია,  ამერიკის მეგობართა კლუბი,  ჩარჩოს სახლი ,,პანორამა“,  სარეკლამო კომპანია ,,მეგაპრინტი“,  ,,ალექსა არტ ქეიქი“.


მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს ბიზნეს რეიტინგების კავშირი,  ჭიპლარის სისხლის ბანკი „ჯეოქორდი’’,   „ქალთა ბედნიერება“, ბელა მეტრეველის კლინიკა,  ლივ ჰოსპიტალი.


საინფორმაციო მხარდაჭერას  კი რადიო „ფორტუნა“,  „ფორტუნა +“, „პირველი არხი“, ,,ტელეიმედი,”   „რუსთავი 2“,  ჟურნალი „სარკე“,  „პრაიმ ტაიმი“, 2020 ნიუსი, ტელეკომპანია პულსი,  brandnews.ge , მედიაჰოლდინგი ,,კვირა’’,  აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი, მედიასააგენტო ,,კლიპარტი“ უზრუნველყოფდნენ.



 


სხვა სიახლეები