• Ƀ/$

მანდარინის ექსპორტი 32%-ით გაიზარდა

27 დეკემბერი 16:23, 2018 წელი | ეკონომიკა

მანდარინის ექსპორტმა 27 დეკემბრის მონაცემებით,   25 182 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 19 118 ტონა იყო.

ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (16 558 ტ) და უკრაინა (5 365 ტ), ასევე  სომხეთი (2 641 ტ), უზბეკეთი (261 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსია (120 ტ), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ).


მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდეა.


ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობამ, 1-27 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა 7 699 ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 7 415 ტონას.


აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.


საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, მოქმედებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცხელი ხაზიც (1501).


მსგავს თემაზე:

ექსპორტმა 11 თვეში $3 მლრდ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები