• Ƀ/$

შანხაის 24.9 მილიარდ პიქსელიან პანორამულ ფოტოზე მგზავრების სახის ნაკვთებიც დეტალურად ჩანს

30 დეკემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

თანამედროვე სმარტფონების ფოტოკამერა 12 მეგაპიქსელიდან იწყება და 20-მდე ადის, იშვიათ შემთხვევაში 40-საც სცდება, მაგრამ ესეც 500-ჯერ ნაკლებია შახაისთვის გადაღებულ ფოტოსთან შედარებით.

პიქსელების რაოდენობა დეტალიზაციის არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. სმარტფონი და სამოყვარულო ციფრული კამერა ახლო მანძილზე ნორმალური განათების პირობებში სრულიად საკმარისია. იმავე კამერით ქალაქის ხედების გადაღებაც შეიძლება, თუმცა რაც არ უნდა ლამაზი იყო ფოტო მთლიანობაში მიახლოებისას დეტალები არ გამოჩნდება. NASA-ს მიერ გალაქტიკებისთვის გადაღებული ფოტოები 2-3 ან უფრო მეტ გიგაპიქსელიანია. ჩინეთმა რეკორდის მოხსნა გადაწყვიტა და ამისთვის კამერის კოსმოსში გატანა ან ცისკენ მიბრუნება საჭირო არ გამხდარა. მათი მიზანი ქალაქის (შანხაის) ისეთი ფოტო იყო რომელზეც თითოეული შენობა, ქუჩა, არხი, ავტომობილი და ქუჩაში მიმავალი ადამიანის სახის ნაკვთებიც კი გარკვევით გამოჩნდებოდა. 24.9 გიგაპიქსელიანი ფოტოთი მიზანი პრაქტიკულად მიღწეულია.


2.5 წლით ადრე მსგავსი მაღალი გარჩევადობის ფოტო Bentley-მაც გადაიღო, Golden Gates-ზე მდგარი ავტომობილი თავიდან ბუზივით მოჩანს, ბოლოს კი ახლო კადრში მძღოლის გვერდითა სავარძელზე ბრიტანული ავტომობილის ემბლემა გარკვევით ჩანს. თუმცა მაშინ კამერა სასურველ ობიექტთან ბევრად ახლოს იდგა.


მსგავს თემაზე:

ჰონკონგი და მაკაუს 55-კილომეტრიანი ხიდით დაუკავშირდა


პალმ ჯიმეირა - დუბაის კიდევ ერთი საოცრება



სხვა სიახლეები