• Ƀ/$

„გაზპრომმა“ სომხეთს გაზზე ახალი ტარიფი დაუწესა

31 დეკემბერი 16:44, 2018 წელი | ეკონომიკა

სომხეთისთვის რუსული გაზი $165 ეღირება (1000 კბ/მ). ამის შესახებ განცხადებას „გაზპრომი“ კომპანიის ხელმძღვანელის ალეკსეი მილერისა და სომხეთის ვიცე–პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის მგერ გრიგორიანის შეხვედრის შემდეგ ავრცელებს.

პრეს–სამსახურსი განცხადების თანახმად, „გაზპრომ ექსპორტსა“ და „გაზპრომ არმენიას“ შორის გაფორმებული კონტრაქტი საქართველო–სომხეთის საზღვარზე 1000 კუბური მეტრი გაზის საფასური $165–ის ნიშნულზე პირველი იანვრიდან განისაზღვრება.


მიმდინარე წელს სომხეთი რუსეთისგან 1000 კბ/მ გაზს $150–ად ყიდულობდა.


სომხეთის პრემიერ–მინისრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა 17 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე გაზის ტარიფთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა.


სხვა სიახლეები