• Ƀ/$

ევრო 20 წლის გახდა

3 იანვარი 12:00 | ფინანსები

ევროკავშირის ოფიციალური ვალუტა - ევრო 20 წლის გახდა. 1999 წლის 1 იანვარს, ევროკავშირის 11-მა და კიდევ სამმა არაწევრმა სახელმწიფომ უნაღდო ანგარიშსწორებისას ევრო აამოქმედა. 

ფიზიკური ფორმით, ბანკნოტებისა და მონეტების სახით ევრო 3 წლის შემდეგ 2002 წელს გაეშვა მიმოქცევაში. დღეს ევროზონის წევრი უკვე 22 სახელმწიფოა, მათგან სამი:  სანმარინო, მონაკო და ვატიკანი არ არის ევროკავშირის წევრი. ევროკავშირის 9 სახელმწიფოს კი, ბრიტანეთის ჩათვლით საკუთარი ვალუტა გააჩნია. ევროს მოხმარება ევროზონას სცდება, ის მეორე გლობალური ვალუტაა დოლარის შემდეგ და 31%-იან წილს იკავებს.


საერთო ვალუტის იდეა ჯერ კიდევ ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანების შექმნამდე გაჩნდა, თუმცა მასზე სერიოზული მუშაობა 1992 წლის მაასტრიხტის შეთანხმების შემდეგ დაიწყო. მის მიზანს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უფრო მყარი ინტეგრაცია და გამარტივებული მონეტარული პოლიტიკა წარმოადგენდა.


2018 წლის აგვისტოს მონაცემებით ბრუნვაში €1.2 ტრლნ-ს მოცულობის ნაღდი ფული იყო გაშვებული. კურსი დოლართან მიმართებაში 2019 წლის  3 იანვრის მდგომარეობით 0.88-ს შეადგენს.


მსგავს თემაზე:

ჩინეთის ამბიციები, გახდება იუანი მსოფლიო ვალუტა?


2018 წლის ლარის კურსის ცვალებადობის მიზეზები და 2019 წლის მოლოდინები


ხურდაში 1 და 2 თეთრიანების დაბრუნების ვალდებულება გაუქმდა



სხვა სიახლეები