• Ƀ/$

ტრამპმა და დემოკრატებმა საბიუჯეტო კრიზისზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს

3 იანვარი 10:33 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან ოთხშაბათს, 2 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ვერ მიაღწია კომპრომისს საბიუჯეტო კრიზისთან დაკავშირებით, რის გამოც რიგი ფერედარული უწყებების მუშაობა შეწყვეტილია.

პრეზიდენტი ტრამპი უარს არ ამბობს თავის მოთხოვნაზე, კონგრესმა $5,6 მლრდ გამოყოს მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. ტრამპის თქმით, ეს არ არის დიდი თანხა, მითუმეტეს, როდესაც საუბარია „ეროვნულ უსაფრთხოებაზე“. დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი თეთრ სახლში 4 იანვარსაა ჩანიშნული.


აშშ–ის 116–ე მოწვევის კონგრესი მუშაობას ხუთშაბათს, 3 იანვარს იწყებს. ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე გამოსულმა დემოკრატების ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პოლესიმ განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტის წარდგენას პირველივე სხდომაზე აპირებს.


სხვა სიახლეები