• Ƀ/$

Tesla-ს კვარტალურმა გაყიდვებმა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელს 33%-ით გადააჭარბა

3 იანვარი 15:31 | ტექნოლოგიები

Tesla-ს გაყიდვები 2018 წელს რეკორდული აღმოჩნდა. მხოლოდ ერთ მეოთხე კვარტალში კომპანიამ იმაზე 33%-ით მეტი ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, ვიდრე მთელი 2017 წლის განმავლობაში. გაყიდვების 2/3 Model 3-ზე მოდის. 

ტესლას გაყიდვები გასულ წელს ყოველკვარტალურად იზრდებოდა. თუ პირველ კვარტალში ის 30 000-ს არ აღემატებოდა, მეოთხე კვარტალში რეალიზებული ელექტრომობილების რაოდენობამ 90 700-ს მიაღწია. Model 3-ის გაყიდვები შესაბამისად 8182-დან 63 150-მდე გაიზარდა. განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა დეკემბერი, რა დროსაც შტატებში 25 250 Model 3 გაიყიდა, ეს სარეკორდო მაჩვენებელია. სულ 2018 წელს 145 837 Model 3 გაიყიდა, რის მიხედვითაც წლის ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილად იქცა, თუმცა ჯამურ გაყიდვებში ჯერ კიდევ ჩამორჩება Nissan Leaf-ს.



გაყიდვების ზრდა პირდაპირ კავშირშია Model 3-ის წარმოების ზრდასთან, მან უკვე გადააჭარბა კვირაში 5000 ერთეულს შემდეგი მიზანი კვირაში 7000 ერთეულია. რაც იმას ნიშნავს, რომ 2019 წელს თეორიულად 365 000 მოდელის გაყიდვა გახდება შესაძლებელი.


Model 3-ისგან განსხვავებით, Model S-სა და Model X-ის გაყიდვები პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. რაც შეეხება სუპერქარ Tesla roadster-სა და სატვირთო Tesla model sem-ს ისინი ბაზარზე 2020 წელს გამოვა.


მსგავს თემაზე:

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვები 37%-ით გაიზარდა


ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება



სხვა სიახლეები