• Ƀ/$

ახალი რეკორდი - ელექტრომობილების გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა

4 იანვარი 14:01 | ტექნოლოგიები

ელექტრომობილების წილი 2018 წელსაც გაიზარდა და მან გლობალური გაყიდვების 2.8%-ს გადააჭარბა. 11 თვეში სულ რეალიზებულია 1.728 მლნ ელექტრომობილი, რაც იმას ნიშნავს რომ წლიურმა გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა.

ნოემბერში გაყიდვებმა 238 000-ს მიაღწია. ეს რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ტესლას გაყიდვების სტატისტიკაზე დაყრდნობით სავარაუდოდ დეკემბერის მონაცემები უფრო შთამბეჭდავი იქნება.  


გასულ წელს Tesla model 3-მა Nissan Leafs-ს ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილის სტატუსი ჩამოართვა. 11 თვეში 120.8 ათასი ტესლა და 82.6 ათასი ნისანი გაიყიდა. ამის მიუხედავად Tesla model 3-ის წილი მხოლოდ 7%-ს შეადგენს. ელექტრომობილების ბაზრის ნახევარზე მეტი ჩინურ ნაკლებად ცნობილ ბრენდებზე მოდის.


გრაფიკიდან ჩანს, რომ გაყიდვები არამხოლოდ ყოველწლიურად ყოველთვიურადაც იზრდება და რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყოველი მომდევნო თვის მონაცემი წინა თვისას აღემატება.



ასეთი ზრდის მიუხედავად ელექტრომობილების წილი მთელ ავტოპარკში 0.5%-ს 2019 წლის ბოლომდე ვერ გადააჭარბებს. დაახლოებით 1.4 მლრდ ავტომობილიდან ელექტრომობილი მხოლოდ 5.5 მილიონია. რაც 0.3%-იან წილს მცირედით აღემატება.


მსგავს თემაზე:

2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


Tesla-ს კვარტალურმა გაყიდვებმა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელს 33%-ით გადააჭარბა



სხვა სიახლეები