• Ƀ/$

სებმა ბრუნვიდან $15 მლნ ამოიღო

4 იანვარი 17:24 | ფინანსები

2019 წლის 4 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6732 შეადგინა.

2019 წელი 2.6766 კურსით გაიხსნა. 4 იანვრის ოფიციალური კურსი 2.6752-ს შეადგენდა, 5 იანვრის კურსი კი 2.6744-ით განისაზღვრა.


სებს დღევანდელ შესყიდვაზე განმარტება არ გაუკეთებია, გასული წლის ინტერვენციები კი რეზერვების შევსების მიზეზით ახსნა.


სხვა სიახლეები