• Ƀ/$

Tesla-ს თითოეული ელექტრომობილი $2000-ით გაიაფდება

5 იანვარი 11:00 | ტექნოლოგიები

წარმატებული 2018 წლის შემდეგ Tesla-სთვის 2019 სავარუდოდ უფრო წარმატებული იქნება. გარდა იმისა, რომ Tesla model 3-ის წარმოება კვირაში 7000 ერთეულამდე იზრდება, მისი და სხვა მოდელების ფასი $2000-ით მცირდება.

ფასი, რომ პროდუქტის შეძენისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია იქიდანაც ჩანს, რომ გასული წლის მეოთხე კავარტალში მხოლოდ აშშ-ში 2.5-ჯერ მეტი Tesla model 3 გაიყიდა ვიდრე Tesla model S და Tesla model X ჯამურად მთელ მსოფლიოში. ამჯერად ფასის კლების მთავრი მიზეზი ფედერალური კრედიტის გახანგძლივებაა.


Tesla model 3 უკვე გახდა ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი, უდიდესი ალბათობით ტენდენცია 2019 წელსაც გაგრძელდება.


ელექტრომობილების ბაზარი გეომეტრიული პროგრსიით კიდევ დიდხანს გაგრძელდება. პოტენციალი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელი რეკორდული იყო გაყიდვების მხრივ, ყოველი 1000 ავტომობილიდან მხოლოდ 27-28 იყო ელექტრო. 20-იანი წლების დასაწყისში მაქსიმუმ 2025 წლისთვის ფასები გათანაბრდება. ძირითად პრობლემად დამუხტვის დრო რჩება, რომელიც სწაფდამტენის შემთხვევაშიც კი 30 წუთს შეადგენს. 5 წუთიანი სუპერსწრაფდამტენები ჯერჯერობით დაპირებად რჩება.


მსგავს თემაზე:

2020 წლიდან თბილისში 200-მდე 18-მეტრიანი ელექტროავტობუსი იმოძრავებს


ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება


Tesla-ს კვარტალურმა გაყიდვებმა 2017 წლის ჯამურ მაჩვენებელს 33%-ით გადააჭარბა


ახალი რეკორდი - ელექტრომობილების გაყიდვებმა 2 მლნ-ს გადააჭარბა



სხვა სიახლეები