• Ƀ/$

2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი I ასტრონომიული სიახლეები)

5 იანვარი 13:00 | ანალიტიკა

მარსზე ელექტრომობილის გაშვება, კრიპტოკაპიტალიზაციის 85%-იანი ვარდნა, ადამიანის სხეულში ახალი ორგანოს აღმოჩენა, ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა... ეს 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების არასრული ჩამონათვალია. 

მარსზე ელექტრომობილის გაგზავნა. გასული წელი მნიშვნელოვანი იყო კოსმონავტიკის ისტორიაში. ილონ მასკმა დაამტკიცა, რომ დარგში კერძო სექტორს ისეთივე ან უფრო მეტი წარმატებითაც შეუძლია ოპერირება როგორც სახელმწიფოს. უმთავრესი მოვლენა კი Falcon Heavy-ის მეშვეობით მარსის ორბიტაზე ელექტრომობილის გაშვება იყო. რაკეტამ სტარტი კენედის კოსმოსური ცენტრიდან თბილისის დროით 00:45-ზე, (ადგილობრივი დროით 6 თებერვალს) აიღო. 70 მეტრის სიმაღის 63 ტონიანი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდის ამაჩქარებლები მიწაზე უვნებლად დაეშვა, დარჩენილმა ერთმა ნაწილმა კი გზა მარსისკენ განაგრძო. ის უშუალოდ წითელი პლანეტის ზედაპირზე არ დაშვებულა, მაგრამ მისი ორბიტა გადაკვეთა. ელექტრომობილში მანეკენი „მძროლიც“ ზის რომელსაც David Bowie-ის Space Oddity აქვს ჩართული. მასკის მტკიცებით ელექტრომობილი მარსის ორბიტაზე რამედიმე მილიონ წელს დარჩება. ელექტრომობილი თანამგზავრთა ნუსხაში შეიყვანეს. 



ინტერნეტი კოსმოსიდან. SpaceX-ის კიდევ ერთ მიღწევად თანამგზავრების მეშვეობით ინტერნეტ სიგნალის გავრცელების დაწყება შეიძლება ჩაითვალოს. განვითარებული მსოფლიოს და განვითარებადი მსოფლიო ქვეყნების ნაწილის მოსახლეობისთვის ინტერნეტით სარგებლობა უკვე წლებია ყოველდღიურობის ნაწილადაა ქცეული, მაგრამ ამ შესაძლებლობას მოკლებულია პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარი. მასკი პრობლემის მოგვარებას თანამგზავრების საშუალებით ცდილობს. ნებართვა მიღებულია, მათი გაშვება უკვე დაწყებულია. პროექტი 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.  



ახალი კოსმოსური ტელესკოპი. მართალია, ჯეიმს ვების ტელესკოპის გაშვება კიდევ გადაიდო, მაგრამ ეგზოპლანეტებზე მონადირე  TESS, აპრილში მაინც წარმატებით გაუშვეს. ტელესკოპი ორბიტაზე ისევ და ისევ SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიყვანა. მან უკვე გააკეთა პირველი აღმოჩენა. ახალმა ტელესკოპმა Kepler ჩაანაცვლა, ამ უკანასკნელმა კი ფუნქციონირება შეწყვიტა.



იუპიტერის ახალი მთვარეები. 2018 წელს ასტრონომები მეცხრე პლანეტის აღმოჩენას ვარაუდობდნენ. მეცხრე პლანეტა ვერა, მაგრამ 318 დედამიწის მასის მქონე იუპიტერის 12 ახალი მთავრე კი ნამდვილად აღმოაჩინეს, უფრო სწორედ 2017 წლის აღმოჩენის ნამდვილობა დაადასტურეს. 1 წლის განმავლობაში მათი ზომებისა და ორბიტალური ბრუნვის მახასიათებლები დგინდებოდა. აღმოჩენის შედეგად იუპიტერის მთვარეთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა



კოსმოსი გენეტიკასაც ცვლის. 2018 წელს დადგინდა, რომ კოსმოსი ადამინს გენეტიკასაც კი უცვლის და ამისთვის არათუ სხვა გალაქტიკაში მთვარეზე გამგზავრებაც კი არ არის აუცილებელი. საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გატარებული დროის შემდეგ ასტრონავტ სკოტ გელის გენები 7%-ით აღმოჩნდა შეცვლილი. მას და მის იდენტურ ტყუპს NASA წლების განმავლობაში აკვირდებოდა. კოსმოსური სივრცის გავლენა იმაზე მეტი აღმოჩნდა ვიდრე ამას ვარაუდობდნენ. კოსმოსური სადგური დედამიწიდან მხოლოდ 320 კილომეტრითაა დაშორებული, რაც მთვარემდე საშუალო მანძილთან შედარებით 1200-ჯერ ნაკლებია.



გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ამბებისა, 2018 წელს მარსზე თხევადი წყალი კიდევ ერთხელ იქნა აღმოჩენილი, თუმცა მისი მოცულობა 2015 წელს აღმოჩენილი წყლის მოცულობას ბევრად აღემატება. ასევე აღმოაჩინეს 13 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კაშკაშა ობიექტი PSO J352.4034-15.3373. გასულ წელს ასევე აღინიშნა სუპერმთვარეობა, 10.5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე ზეახალის აფეთქება დადასტურდა.


Nasa-სა და SpaceX-ის გეგმები 2019 წელსაც მნიშვნელოვანია. მათ არც ჩინეთი ჩამორჩება, რომელმაც უკვე მოასწრო მთვარის ბნელ მხარეზე ზონდის დასმა. ჩრდილში ყოფნას არც ინდოეთი, იაპონია და ევროპის კოსმოსური სააგენტო აპირებს. შატლის პროგრამის დასრულების შემდეგ რუსეთი კვლავ რჩება ერთადერთ ქვეყანად რომელიც კოსმოსურ სადგურზე კოსმონავტებს აგზავნის, თუმცა მისი მონოპოლია უკვე დასასრულს უახლოვდება.


მსგავს თემაზე:

მასკმა მარსზე გასაგზავნი ხომალდის ნაწილის ფოტო გამოაქვეყნა


კოსმოსური სასტუმრო მსურველებს 2022 წლიდან უმასპინძლებს


რა უშლის ხელს არამიწიერი ცივილიზაციის აღმოჩენას და როდის დამყარდება მათთან პირველი კონტაქტი


მაგნიტური ველი - კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა სიცოცხლის არსებობისთვის


კოსმოსური ტურების ფასი $200 000-$300 000 იქნება


2015 TG387 - ახლადაღმოჩენილი პლანეტა, რომელიც მზის გარშემო ბრუნს 34 080 წელს ანდომებს


პოლონელმა ასტრონომებმა უვარსკვლავო პლანეტები აღმოაჩინეს



სხვა სიახლეები