• Ƀ/$

Ford ბაზრიდან თითქმის მილიონ ავტომობილს გაიწვევს

5 იანვარი 11:52 | კომპანიები

კორპორაცია Ford მსოფლიო ბაზრიდან 952 000 ავტომობილს გაიწვევს, რომელსა უსაფრთხოების ბალიშებში ხარვეზი აღმოაჩინეს.

იაპონური კომპანიის Takata მიერ წარმოებული უსაფრთხოების ბალიშების ხარვეზის გამო 20–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.


ამის შესახებ ავტომწარმოებელი კონცერნის მიერ პარასკევს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.


გაწვევა შეეხება 2010 სამოდელო წლის Ford Edge და Lincoln MKX–ს, 2010–2011 წლის პიკაპებს Ford Ranger და 2010–2014 სამოდელო წლების Ford Mustang–ებს.


ბაზრიდან გაწვევას დაქვემდებარებული ავტომობილებიდან 780 000 აშშ–ის ბაზარზეა გაყიდული.


Ford გაწვეულ ავტომობილებზე უსაფრთხოების ბალიშების უფასოდ შეცვლის პასუხისმგებლობას იღებს.


მსგავს თემაზე:

Ford ჩრდილოეთ ამერიკიდან 1,3 მლნ ავტომობილს გაიწვევს


Alibaba–მ და Ford-მა ავტომობილების გასაყიდი პირველი ავტომატი გახსნეს


Ford-ი Walmart-სა და Postmates-თან ერთად უპილოტო მანქანებით პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს შექმნის



სხვა სიახლეები