• Ƀ/$

2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი II ტექნოლოგიური სიახლეები)

6 იანვარი 12:00 | ანალიტიკა

მარსზე ელექტრომობილის გაშვება, კრიპტოკაპიტალიზაციის 85%-იანი ვარდნა, ადამიანის სხეულში ახალი ორგანოს აღმოჩენა, ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა... ეს 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების არასრული ჩამონათვალია. 

5G ინტერნეტის წარმატებით გამოცდა. კორეაში ფიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 5G ინტერნეტი წარმატებით გამოსცადეს. მისი სრული მასშტაბით ამუშავება 2020 წლიდან იგეგმება. მისი სიჩქარე სტანდარტულად წამში 10GB-ს, თეორიული სიჩქარე კი 20GB-საც აღემატება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ 4K ხარისხის, 100-150 GB მოცულობის მქონე ფილმების გადმოტვირთვას სულ რამდენიმე წამი დასჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 5G, ყველაზე დიდ სამსახურს ნივთების ინტერნეტისა და უპილიტო ავტომობილებს გაუწევს.


სახელმწიფოები და კომპანიები ამ ზესწრაფი ინტერნეტისთვის 2025 წლამდე $225 მლრდ-ს დახარჯვას გემავენ.  ასეთი მაღალი ხარჯი კვლევების სიძვირის, ანძებზე ახალი გადამცემი ანტენების დაყენებისთვის და თავად სმარტფონების თავსებადობაში მოსაყვანადაა საჭირო. ლიცენზიები და ბიუროკრატია ცალკე განხილვის თემაა.



2 მლნ-ზე მეტი გაყიდული ელექტრომობილი. 2018 წელი უმნიშვნელოვანესი იყო ელექტრომობილებისთვისაც. პირველად ისტორიაში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა, მართალია ეს ჯერ კიდევ 3%-ზე ნაკლებია, მაგრამ 2 წლით ადრე იგივე მაჩვენებელი 1%-საც ვერ აღწევდა. ყველაზე დიდ წარმატებას Tesla Model 3-მა მიაღწია, რომელიც მხოლოდ შტატებში 145 000 გაიყიდა. თუმცა წარმოებული და რალიზებული ელექტრომობილების ნახევარზე მეტი ჩინეთზე მოდის. გარემოს ყველაზე მეტად დამაბინძურებელი სახელმწიფო ეკოლოგიის მიმართულებით ყველაზე მეტს ხარჯავს, რასაც ხელს მისი ავტოკრატიული სისტემაც უწყობს. ჩინეთია ასევე პირველი ელექტროავტობუსების მოხმარების მხრივაც. გაყიდვების გეომეტრიული პროგრესიით ზრდის მიუხედავად, მისი წილი მთელ ავტოპარკში ჯერ კიდევ 0.5%-ზე ნაკლებია.



მასკის საავტომობილო გვირაბი. გასულ წლის ბოლოს, ილონ მასკმა კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება, როცა ლოს-ანჯელესში საავტომობილო გვირაბი გახსნა, სადაც მანქანებს 240 კმ/სთ-ით შეეძლებათ მოძრაობა. სტანდარტული სედანისთვის ეს მაქსიმალური სიჩქარეა, რომელსაც ბოლომდე ავტობანზეც კი იშვიათად ავითარებს. საცობები ყველა დიდი ქალაქის პრობლემაა. მასკმა მფრინავ ავტომობილს მისი მიწის ქვეშ ჩატანა ამჯობინა. Tesla-ს დამფუძნებლის მიწისქვეშა იდეები საავტომობილო გვირაბებით არ შემოიფარგლება. რკინიგზის პროექტით Hyperloop-ით საათში მატარებლით 1128 კმ/სთ-ით ხდება შესაძლებელი. მაგლევის ტიპის მატარებელი ვაკუუმში გაივლის. ასეთ სიჩქარეს ჰაერის წინაღობის არარსებობა განაპირობებს.



8K გარჩევადობის ტელევიზია. იაპონიაში ტელევიზიები 8K გარჩევადობის ფორმატში მაუწყებლობაზე გადავიდნენ. 8K UHD – ULTRA HIGH DEFINITION ულტრა მაღალი გამოსახულების ხარისხი, წერტილების რაოდენობა კვადრატულ ინჩზე 7680X4320, რაც 4-ჯერ მეტია ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტი ვიდრე FULL HD. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი გარჩევადობის ტელევიზორები, იაპონიაშიც კი იშვიათობას წარმოადგენს, მიზეზი მაღალი ფასი და კონტენტის ნაკლებობაა. იაპონია 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება. 5G ნტერნეტთან ერთად 8K ტელევიზია მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი უნდა იყოს.



i9 პროცესორის მქონე ლელტოპები. ლეპტოპის ხარისხი რამდენიმე პარამეტრით იზომება: პროცესორი, ოპერატიული მეხსიერება, გარჩევადობა, წონა, სისქე, დიზაინი... თუმცა უმთავრესი ისევე როგორც დესკტოპ ტიპის კომპიუტერებში, პროცესორია. ყველაზე მძალვრი intel core i9 პროცესორი, კომპანიამ 2017 წელს წარადგინა, ლეპტოპებში კი მისი გამოყენება 2018 წლიდან დაიწყო. პირველი ვინც ის თავის ლეპტოპში, უფრო სწორად კი ულტრაბუქში დანერგა ეფლია. მისი ახალი MacBook Pro-ს ფასი კი $6700-ს - 17 890 ლარს შეადგენს. 



2018 წელი ტექნოლოგიურად სხვა სიახლეებითაც იყო დატვირთული: 146 ინჩიანი microled ტელევიზორი, 150 ინჩიანი 4K პროექტორი, დრეკადი ეკრანები, დრონების პოპულარიზაციის ზრდა, ახალი ქარისა და მზის ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში შესვლა, სინგაპური - ნიუ-იორკის პირდაპირი ავიარეისის ამოქმედება, ზებგერითი თვითმფრინავების სამოქალაქო ავიაციაში დაბრუნების შესაძლებლობის განხილვის გააქტიურება, ჰოროზონტზე ელექტრო თვითმფრინავებისა და ელექტროძრავიანი გემების გამოჩენა, ადამიანის სხეულში ახალი ორგანოს ინტერსტიტიუმის აღმოჩენა, მაიმუნების კლონირება, კილოგრამის ეტალონის შეცვლა... ეს და კიდევ სხვა მოვლენები მთელი წის განმავლობაში მეცნიერებისა თუ ფართო საზოგადოების განხილვის საგნად იყო ქცეული.


მსგავს თემაზე:

SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MicroLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


დრონს დღე-ღამეში 100 000 ხის დარგვა შეუძლია


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


Pimax-მა 8K გარჩევადობის ვირტუალური რეალობის სათვალე წარადგინა


5G - მეტი ვიდრე მობილური ინტერნეტი 2020 წლიდან


ელექტროავტობუსები ნავთობის დღე-ღამიურ მოხმარებას 279 000 ბარელით ამცირებენ


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი I ასტრონომიული სიახლეები)



სხვა სიახლეები