• Ƀ/$

2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი III ეკონომიკა)

7 იანვარი 12:00 | ანალიტიკა

მარსზე ელექტრომობილის გაშვება, კრიპტოკაპიტალიზაციის 85%-იანი ვარდნა, ადამიანის სხეულში ახალი ორგანოს აღმოჩენა, ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა... ეს 2018 წელს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების არასრული ჩამონათვალია.

85%-იანი კრიპტოდევალვაცია. კრიპტოვალუტისთვის პრაქტიკულად გასული წლის მხოლოდ პირველი კვირა იყო წარმატებული. 1-დან 8 იანვრამდე ციფრული ვალუტების საბაზრო კაპიტალიზაცია $607-დან $830 მლრდ-მდე გაიზარდა, დანარჩენ თვეებში კი $130 მლრდ-მდე შემცირდა. 15 დეკემბერს $101 მლრდ-მდეც იყო შემცირებული. #1 კრიპტოვალუტის ფასი $17 000-დან $4000-მდე შემცირდა, მინიმალური მაჩვენებელი კი $3200-ზე დაფიქსირდა. კიდევ უფრო მეტად $1300-დან $160-მდე შემცირდა ეთერიუმის ღირებულება, ლაითკოინის ფასი თუ $300-ს აჭარბებდა ახლა $40 ღირს, $3.85-დან 0.36-მდე გაიაფდა რიპლიც.


კაპიტალიზაციით მილიარდიანი ვალუტების რიცხვი 42-დან 12-მდე შემცირდა. წლის დასაწყისში $100 მლრდ-ზე მეტი კაპიტალიზაცია 3 ვალუტას გააჩნდა, წლის დასასრულს 0-ს. რადგან სხვა ვალუტები ბიტკოინზე მეტად გაუფასურდა ბიტკოინის წილი კრიპტობაზარზე 33-დან 51%-მდე გაიზარდა. გაუფასურების მთავარ მიზეზად რეგულაციების კასკადი სახელდება. რეგულაციები არ დაიშურეს არც სახელმწიფოებმა და არც ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა. თუმცა ყველაზე სკეპტიკური პროგნოზი არ ახდა და კრიპტობაზარი სრულ ჩამოშლას გადაურჩა.



ტრილიონერობა მცირე ხნით. ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ 2 კომპანიიდან: Apple და Amazon ერთ-ერთის საბაზრო კაპიტალიზაცი მაინც $1 ტრლნ-ს გადააჭარბებდა. ზღვართან Apple ბევრად ახლო იყო 1 იანვარს მისი ღირებულება $875 მლრდ-ს შეადგენდა, Amazon-ის კი მხოლოდ $582 მლრდ, თუმცა ეს უკანასკენლი ბევრად სწრაფად იზრდებოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ აგვისტოში ეფლემა და სექტემბერში ამაზონმა ტრილიონიანი ზღვარი ორივემ გადალახა, ეფლის მაქსიმალურმა ღირებულებამ 3 ოქტომბერს $1.103 ტრლნ-ს მიაღწია, მაგრამ ტრილიონერობა 3 თვეში დასრულდა. ამაზონი კი მხოლო 1 დღე 4 სექტემბერი იყო ტრილიონერი. 31 დეკემბერს ეფლის კაპიტალიზაცია $748 მლრდ-მდე იყო შემცირებული, ამაზონის - $734- მლრდ-მდე. 4 თვეში ამაზონის დამფუძნებელმა ჰებ ბეზოსმა $35 მლრდ დაკარგა, მაგრამ $130 მლრდ-ით დღემდე პირველ ადგილს ინარჩუნებს და მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეითსს $36 მლრდ-ით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ უკვე 2019 წლის პირველივე კვირაში ლიდერებს შორის გადაჯგუფება მოხდა. 7 იანვრისთვის $782 მლრდ-ით პირველ ადგილს Microsoft იკავებს, Amazon $770 მლრდ-ით მეორეზეა, მესამე ადგილს $745 მლრდ-იანი კაპიტალიზაციით Google იკავებს, Apple კი $703 მლრდ-ით მეოთხე ადგილს ჯერდება. 



ბირჟის ინდექსების რეკორდი და ვარდნა. უმსხვილეს კომპანიებთან ერთად ლოგიკური იქნება უმსხვილესი საფონდო ბირჟების მიმოხილვაც. გასულ წელს ამერიკის სამმა უდიდესმა ბირჟამ რეკორდი რამდენჯერმე მოხსნა. თუმცა ოქტომბრიდან სამივე მათგანის ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა.  Dow Jones-ს ინდექსი წლის დასაწყისში 24 800 იყო, რომელიც ოქტომბერში 26 828-მდე გაიაზარდა, ამის შემდეგ ვარდნა იწყება და უკვე 26 დეკემბერს 21 792-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2017 წლის აგვოსტოს შემდეგ. S&P 500-მა წელი 2695-იანი იდექსით გახსნა, სექტემბერში 2930-მდე გაიზარდა, წლის ბოლოს კი 2350-მდე შემცირდა.
რაც შეეხება NASDAQ-ს მან ყველაზე დიდი რყევები განიცადა, რაც ძირითადად დიდი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასთა ცვლილებითაა გამოწვეული. 7000-იანი ინდექსი აგვისტოში 8100-მდე გაიზარდა, დეკემბერში კი 23%-ით 6 190-მდე დაეცა. ტენდენცია მსოფლიოს სხვა ბირჟებზეც გამეორდა.



ეკონომიკური ბუმი აშშ-ში. 2018 წელი წარმატებული აღმოჩნდა შეერთებული შტატების ეკონომიკისათვის. პირველ კვარტალში მშპ-ის ზრდის ტემპმა 2.2% შეადგინა, მეორეში, 4.2%, ხოლო მესამეში 3.5%. სამივე მათგანი აღემატება როგორც 2016, ასევე 2017 წლების მაჩვენებლებს, თუ მოხდა ისე, რომ წლიურმა ზრდამ 2.87%-ს გადააჭარბა ეს 13 წლიანი რეკორდი იქნება. გარდა დაჩქარებული ეკონომიკის ზრდის, უმუშევრობის დონე 4%-ზე ქვემოთ ნარჩუნდება, რამდენიმე თვის განმავლობაში კი 3.7%-ზე იყო დასული, რაც 49 წლიან რეკორდს აღნისნავდა. იმავე შტატებმა 10 წლიანი პაუზის შემდეგ კონკურენტუნარიანობის ინდექსში პირველი ადგილი დაიბრუნა. ხელფასების ზრდის ტემპით კი შედარებით მოკრძალებული 9 წლიანი რეკორდი მოიხსნა. ეკონომიკური ბუმის მთავარ მიზეზად რეიგანის შემდეგ ყველაზე დიდი საგადასახადო რეფორმა სახელდება. კორპორაციული მოგების გადასახადი 35-დან 21%-მდე შემცირდა. დაგეგმილია ასევე საგადასახადო რეფორმის მეორე ტალღა რომელიც ამჟერად საშუალოშემოსავლიან მოქალაქეებს შეეხებათ. მისი გატანა წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის დაკარგვის გამო ტრამპს უფრო გაუჭირდება. ჯერჯერობით მთელი ყურადღება მექსიკის საზღვართან ასაშენებელ კედლისთვის დაფინანსების გამოყოფაზეა გადატანილი. 


პლანეტის #1 ეკონომიკის მქონე ქვეყნის ზრდის დაჩქარება ბუნებრივია გლობალურ ეკონოკიაზეც ახდენს გავლენას და მას ზრდისკენ უბიძგებს რასაც მნიშვნელოვნად ანელებს ჩენეთის ზრდის ტემპის შენელება. საბოლოო მონაცემი ჯერ არ დადებულა, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით 2018 წელს ჩინეთის მშპ 6.5%-ით გაიზარდა, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.4%-ით ნაკლებია. 



ნავთობის ფასის დინამიკა. გასული წელი დრამატული აღმოჩნდა ნავთობისთვისაც. Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თებერვალში იანვართან შედარებით 10%-ით $62-მდე შემცირდა, შემდეგ ოქტომბერში 38%-ით $86-მდე გაიზარდა, წლის ბოლოს კი ისევ 38%-ით $53-მდე გაიაფდა. ტენდენცია ამერიკულ მსუბუქი ნავთობის შემთვევასიც შენარჩუნდა. ფასების ზრდა თავდაპირველად სირიაში მდგომარეობის გამწვავებამ გამოიწვია, შემდეგ ირანისთვის აღდგენილმა სანქციებმა, მაგრამ იმავე ირანისთვის საექსპორტე ფანჯრების დატოვებამ დაჩინეთის მოთხოვნის შემცირებამ ფასები კლებისკენ შეცვალა. 



1 300 000%-იანი ინფლაცია. თავისი რეკორდი ვენესუელამაც დაამყარა, ოღონდ ეს ის შემთხვევაა როცას რეკორდს ანტირეკორდს უწოდებენ და მისით არავინ ამაყობს. ინფლაციის განაკვეთმა ამ ლათინოამერიკულ ქვეყანაში ნოემბერში 1 300 000%-ს მიაღწია. 1.3 მილიონ პროცენტიანი ინფლაცია ნიშნავს იმას, რომ რაც გასული წლის ნოემბერში 1 ბოლივარი ღირდა ახლა 13 000 ბოლივარი ღირს, მაგრამ მიმდინარე წელი გამორჩეული მხოლოდ თავისი მასშტაბით იყო, თუ ბოლო 5 წლის მონაცემებს შევაჯამებთ სურათი კიდევ უფრო დამძიმდება. 2013 წლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასები 6 000 000-ჯერ არის გაზრდილი. 5 წლიანი ინფლაცია არა 1.3 არამედ 600 მილიონ პროცენტზე ადის. ეს ყოველივე კი ხდება იმ ქვეყანაში რომელსაც ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი გააჩნია, მეტი ვიდრე ცალკე აღებულ საუდის არაბეთს, რუსეთს ან შეერთებულ შტატებს. ჯერ უგო ჩავესის, შემდეგ კი ნიკოლას მადუროს გაუაზრებელმა სოციალისტურმა პოლიტიკამ ქვეყანა, რომელიც ერთ დროს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით ირლანდიას ჯობდა, რომელიც თავის მხრივ დღეს ნორვეგიაზე და შვეიცარიაზე მდიდარია, გაღატაკების პირას მიიყვანა. სამთავრობო სუბსიდიები დღესაც არ შეწყვეტილა. 1 ლიტრი ბენზინი კვლავ 1 ცენტი ღირს რაც თვიღირებულებაზე რამდენჯერმე ნაკლებია.



გასული წელი ასევე საინტერესი იყო სავაჭრო ომით. შტატებმა ჩინეთს $200 მლრდ-იან პრდოდუქციაზე იმპორტის გადასახადი გაუზარდა. ალუმინზე და ფოლადზე კი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის 10 და 25 პროცენტიანი გადასახადი დააწესა. ჩრდილოეთ ამერიკის სამმა სახელმწიფომ 30 ნოემბერს G20-ის სამიტზე თავისუფალი ვაჭრობის განახლებულ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მასში აშშ-ის სასარგებლოდ რამდენიმე ცვლილება შევიდა. იაპონიამ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი. ბრექსიტის მოლაპარაკებები კი დასრულების ფაზაში გადავიდა.


მსგავს თემაზე:

2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი I ასტრონომიული სიახლეები)


2018 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები (ნაწილი II ტექნოლოგიური სიახლეები)



სხვა სიახლეები