• Ƀ/$

იაპონია ქვეყნიდან ტურისტების გასვლის მოსაკრებელს აწესებს

7 იანვარი 10:49 | ეკონომიკა

იაპონიაში ორშაბათიდან, 7 იანვრიდან 1000 იენის ($9) ოდენობის მოსაკრებელი წესდება ტურისტებისთვის, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ. ახალი გადასახადი თვითმფრინავის, ან გემის ბილეთის ფასში შევა. ამის შესახებ Nikkei Asian Review წერს.

შესაბამისად, სიახლე არ აიძულებს ტურისტებს ზედმეტ მოქმედებებს, მათ შორის საბაჟოზე სპეციალურ სალაროსთან მისვლას, დროის დახარჯვას. გამონაკლისი იქნებიან კერძო ჩვითმფრინავების მგზავრები, რომელთაც გაფრენის წინ მოუწევთ საფასურის გადახდა.


ახალი გადასახადი არ შეეხება 2 წლამდე ასაკის ბავშვებს, ტრანზიტულ მგზავრებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ტოვებენ ქვეყანას, ტეპორტაციას დაქვემდებარებულ პირებს და მგზავრებს, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო მოხვდებიან, მათ შორის თვითმფრინავის ავარიული დაშვების შემთხვევაში.


ახალი გადასახადით აკუმულირებულ თანხას იაპონიის ხელისუფლება, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის წინ, ინფრასტრუქტურის განვითარებას მოახმარს. წინასწარი გათვლებით, აღნშნული გადასახადით ყოველწლიურად ქვეყნის ხაზინაში დაახლოებით 50 მლრდ იენი ($460 მლნ) შევა.


სხვა სიახლეები