• Ƀ/$

ირანი დენომინაციისთვის ემზადება

7 იანვარი 21:19 | ფინანსები

ირანის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტს ეროვნული ვალუტის – რიალის დენომინაციის შესხებ კანონპროექტი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tasnim ავრცელებს.

თავის მხრივ, „მთავრობამ პარლამენტს ეროვნული ვალუტის დენომინაციის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა და იმედი გვაქვს, მალე კარგ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა ირანის ისლამური რესპბულიკის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.


კანონის მიღების შემთხვევაში „ახალი“ 1 რიალი 10 000 „ძველი“ რიალის ტოლფასი იქნება. დღეს მოქმედი კურსით, ირანში $1 დაახლოებით 10 000 რიალი ღირს.


ირანის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მას შემდეგ დაჩქარდა, რაც თეთრმა სახლმა ირანის ფირთვული შეთანხმების ფარგლებში შეჩერებული სანქციები მოქმედებაში მოიყვანა. რიალის გაუფასურებას ქვეყნის მასშტაბით არაერთი საპროტესტო ტალღა მოჰყვა. პროტესტანტების შეტაკებებს პოლიციასთან მსხვერპლიც მოჰყვა.


ირანის მთავრობა ერთი წლის წინაც აპირებდა სავალუტო რეფორმას. კერძოდ, ცვლილებები რიალის დენომინაციასა და სახელის შეცვლას ისახავდა მიზნად და მაშინდელი კურსით, ახალი ვალუტა, რომელსაც თუმანი უნდა დარქმეოდა, 10 რიალის ღირებულების იქნებოდა. ირანში თუმანი ოფიციალურ ბრუნვაში XVII საუკუნიდან იყო – 1932 წლამდე.


მსგავს თემაზე:

ირანული რიალი უფსკრულში ეშვება


ჰამენეი ირანის ეკონომიკური პრობლემებით შეშფოთებულია



სხვა სიახლეები