• Ƀ/$

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი გადადგა

8 იანვარი 09:41 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი ჯიმ ენ კიმი თანამდებობას 1–ელ თებერვალს დატოვებს. ამის შესახებ გლობალური საფინანსო ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ენ კიმის გადადგომის შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობას მსოფლიო ბანკის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა შეასრულებს.


კიმის მომავალი სამუშაო ადგილის შესახებ გაგნცხადებაში არაფერია ნათქვამი, თუმცა აღნიშნულია, რომ ის კომპანიას შეუერთდება, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს ინვესტიციებს.


ჯიმ ენ კიმი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამადებობას 6 წლის განმავლობაში იკავებდა. 2017 წელს ის მეორე ხუთწლიანი ვადით აირჩიეს თანამდებობაზე.


სხვა სიახლეები