• Ƀ/$

AMAZON მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა

8 იანვარი 10:45 | კომპანიები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების ჩამონათვალში ცვლილებაა. აქციების ფასების ცვლილების შედეგად ინტერნეტ საცალო გაყიდვების გიგანტი AMAZON სიის სათავეში მოექცა.

გასული წელი AMAZON-მა APPLE-ისთან ერთად ტრილიონიან რბოლაში გაატარა. საბოლოოდ 13 ნიშნა მაჩვენებელს ორივემ მიაღწია, თუმცა ეს სტატუსი ორივესთვის დროებითი აღმოჩნდა. სწრაფი გაუფასურების შემდეგ APPLE-ის კაპიტალიზაცია $400 მლრდ-ით $1.1 ტრლნ-დან $700 მლრდ-მდე შემცირდა, AMAZON-ის კი უფრო ნაკლებით, $1 ტრლნ-დან $797 მლრდ-მდე. APPLE-მა ადგილი სამეულშიც დაკარგა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მეორე ადგილს $783 მლრდ-ით Microsoft იკავებს, მესამეზე $745 მლრდ-ით - Google.



ამაზონის დამფუძნებელი და ყველაზე დიდი აქციონერი ჯეფ ბეზოსი $134 მლრდ-იანი ქონებით კვლავ პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ ბილ გეითსს $40 მლრდ-ით უსწრებს, რაც თავის მხრივს ამაზონის კონკურენტის ალიბაბას დამფუძნებლის ჯეკ მასა და აშშ-ის პრეზიდენტის დონლად ტრმპის ჯამურ ქონებას აღემატება.


მსგავს თემაზე:

Amazon-მა Alexa-ს სასტუმროებისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა AMAZON-ის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა



სხვა სიახლეები