• Ƀ/$

“Turkish Airlines” ანკარასა და თბილისს შორის რეგულარულ რეისებს შეასრულებს

8 იანვარი 11:53 | ეკონომიკა

თურქული ავიაკომპანია ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 18 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 მარტამდე) განახორციელებს.

ავიარეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.


აღსანიშნავია, რომ ანკარა-თბილისი-ანკარა ახალ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნულ საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია „Turkish Airlines“-ს რეგულარული ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა 2019 წლის 4 იანვარს მიენიჭა.


მსგავს თემაზე:

საქართველომ სირიის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა


11 თვეში საქართველოს აეროპორტები 4.688 მლნ მგზავრს მოემსახურა



სხვა სიახლეები