• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 40 მლნ ისესხა

8 იანვარი 13:34 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 8 იანვარს, 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  80 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.110 პროცენტით, მაქსიმალური 7.180პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.159 პროცენტით განისაზღვრა.


 


სხვა სიახლეები