• Ƀ/$

თავდაცვის ძალების ნატოსთან თავსებადობა გაიზრდება

8 იანვარი 16:30 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო.

თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა: თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, სტრუქტურული ტრანსფორმაცია, საბრძოლო შესაძლებლობების განვითარება, მართვის სისტემების გაუმჯობესება და აუცილებელი ინსტიტუციური რეფორმების განხორციელება.


აღსანიშნავია, რომ ტრანსფორმაციის პროცესი სპეციალური ოპერაციების ძალებსაც შეეხება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს მათი გამოყენების ეფექტიანობა. რეორგანიზაციის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდეს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი.


სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზადება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.


ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები.


მსგავს თემაზე:

შვედეთი 2019 წლის ნატო-საქართველოს სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება


თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გამოცდილებას გაეცნო



სხვა სიახლეები