• Ƀ/$

დასაკეცი ტელევიზორი LG-სგან

12 იანვარი 12:00 | ტექნოლოგიები

LG პორტატული ტელევიზორების ბაზრის განვითარებას აგრძელებს. სამხრეთკორეული კომპანიის მიერ წარმოდგენილ 65 ინჩიან დასაკეც ტელევიზორს თავის დასადგამი მოჰყვება, რომელშიც სურვილისამებრ ეკრანი იკეცება. 

ტელევიზორის ეკრანი OLED ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, გარჩევადობა -4K. დიზაინერების თვალთახედვით ტელევიზორი ფანჯარასთან უნდა განთავსდეს, რომელიც ჩვეულებრივ ჩაკეცილ მდგომარეობაში იქნება და მხოლოდ ჩართვისას ამოიწევა პულტის მეშვეობით. ტელევიზორს ჩარჩო თითქმის არ გააჩნია, რაც მისი ეკრანის ზომას უფრო დიდად წარმოაჩენს. აღსანიშნავია რომ მისი მუშაობა ნაწილობრივ ამოწეულ რეჟიმშიც შესაძლებელია. 


ფასის შესახებ კონკრეტულად არაფერია ცნობილი, მაგრამ უდაოა ის საკმაოდ მაღალი იქნება. არადრეკადი OLED ტელევიზორებიც კი ჩვეულებრივზე დაახლოებით ორჯერ ძვირია.  OLED (organic light-emitting diode) ეკრანი LED ეკრანზე უფრო კაშკაშაა და ამავე დროს ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. მისი თითოეული პიქსელი ცალ-ცალკე ანათებს, შავის შემთხვევაში ეკრანი მთლიანად ქრება რაც მისსიმკვეთრეს უზრუნველყოფს. მისი კიდევ ერთი პლუსია ეკრანის სითხელეა. მინუსებში კი მაღალი ფასი და პიქსელების შეზღუდული 17-20 ათას საათიანი სიცოცხლის ხანგძლივობაა.


LG 1958 წელს დაარსდა, ის ტელევიზორების ბაზრის წილის 12%-ს აკონტროლებს და SAMSUNG-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.


მსგავს თემაზე:

LG დასაკეც ეკრანიან სმარტფონს გამოუშვებს


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან



სხვა სიახლეები