• Ƀ/$

შავი ღრუბელი გლობალური ეკონომიკის თავზე

9 იანვარი 11:44 | ეკონომიკა

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუარესა და ის 3%-ზე ქვემოთ ჩამოიყვანა, კერძოდ ზრდა 2019 წელს 2.9%-ით და 2020 წელს 2.8%-ით განსაზღრა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით ზრდის შენელება დაფიქსირდება როგორც აშშ-ში, ასევე ჩინეთში, იაპონიასა და ევროზონაში. ჩინეთის ზრდა 6%-მდე მცირდება, რაც ერთი შეხედვით კარგი მაჩვენებელია, მითუმეტეს სიდიდით #2 ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, მაგრამ ორნიშნა ზრდის შემდეგ რეალურად ეს საგრძნობი ვარდნაა. ბაკის ეკონომისტის ფრანცისკო ონშორჟის განცხადებით შენელება სტაბილური და გრძელვადიანი იქნება.


მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით ცინეთის ზრდის შენელება ისედაც გარდაუვალი იყო, მაგრამ მასზე ტრამპის მიერ წამოწყებულმა სავაჭრო ომმა დამატებითი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა. გაზრდილმა ტარიფემა გლობალური ვაჭრობა ჯამში 2.5%-ით შეამცირა.


მსოფლიო ბანკი შექმნილ ვითარებას გლობალური ეკონომიკის თავზე შავი ღრუბელის ჩამოწოლას ადარებს, მაგრამ მორიგ ეკონომიკურ კრიზისს მაინც არ აანონსებს.


მსგავს თემაზე:

მსოფლიო ბანკი საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გაზრდას გეგმავს


მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი გადადგა



სხვა სიახლეები