• Ƀ/$

სავაჭრო ომის განეიტრალების მოლოდინის ფონზე ნავთობი გაძვირდა

9 იანვარი 13:10 | ეკონომიკა

ნავთობის ფასი ოთხშაბათს, 9 იანვარს 1%–ზე მეტით გაძვირდა. ინვესტორები აშშ–ჩინეთს შორის სავაჭრო დავის დარეგულირების მოლოდინებზე რეაგირებენ.

დღეს დილით Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე1,16%–ით გაიზარდა და ბარელზე $59,4 შეადგინა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე 1,25%–ით არის გაზრდილი და ბარელზე $50,4 ფიქსირდება.


აშშ და ჩინეთი პეკინში მესამე დღეა, სავაჭრო დავის გადაწყვეტაზე მუშაობენ. მოლაპარაკებების მთავრი თემაა ჩინეთის მიერ ამერიკული სასოფლო–სამეურნეო პროდუქციისა და ენერგორესურსების შეძენას, ასევე ჩინეთის ფაზარზე ვაშინგტონისთვის წვდომის გაფართოება.


ჩინური გაზეთი China Daily ოთხშაბათს, 9 იანვარს წერს, რომ პეკინი აშშ–თან სავაჭრო ომის დასრულებისკენ მიისწრაფის, მაგრამ „დაუსაბუთებელ დათმობებზე“ წასვლას არ აპირებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კომპრომისი ორივე მხარის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს.


სხვა სიახლეები