• Ƀ/$

საბანკო ასოციაცია „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9 იანვარი 17:32 | ფინანსები

"საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას", - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

"საქართველოს საბანკო სექტორი გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით და წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გარანტს. საფინანსო სექტორის გამჭირვალობის მაღალი დონე, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მუდმივად პოზიტიური შეფასებები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების/ინვესტორების სექტორში აქტივობა ადასტურებს სანდოობის მაღალ ხარისხს.

ბოლო პერიოდში თიბისი ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების არასწორმა ინტერპრეტაციამ და საზოგადოების მაღლი ინტერესით სპეკულირებამ შეიძლება დააზიანოს, როგორც რეალური ინფორმაციის სწორად აღქმის პროცესი ასევე შექმნას არასწორი მოლოდინები პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით.

საბანკო სექტორი მუდმივად იმყოფება ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების, საერთაშორისო აუდიტორების, სარეიტინგო კომპანიების და ინვესტორების მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს როგორც თიბისი ბანკის ასევე მთლიანი საბანკო სექტორის მაღალ სტაბილურობას და მდგრადობას.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მუდმივად დაიცავს მისი წევრი ბანკების ინტერესებს და არ დაუშვებს ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს როგორც კონკრეტული ბანკის რეპუტაცია  ასევე მთლიანად საბანკო სისტემა, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე",-აღნიშნულია საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

 

 

 
 


სხვა სიახლეები