• Ƀ/$

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1.9 მლნ-ს გადააჭარბა

10 იანვარი 12:11 | ეკონომიკა

აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2018 წელს 1.93 მლნ-ს მიაღწია, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 14.7%-ით აღემატება.

საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის პროცენტული ზრდის მაჩვენებლის მიხედვით ისევ ლიდერობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, საიდანაც აჭარაში 2017 წელთან შედარებით 23.7%-ით მეტი მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა.


საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის დადებითი დინამიკა ნარჩუნდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ახალი სამიზნე ქვეყნებიდან, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო კამპანიებს 2017 წლიდან ანხორციელებს.


ესტონეთი  +88.2%                                                                        
გერმანია  +79.2%                                                                         
დიდი ბრიტანეთი +33.9%                                                        
ლიეტუვა  +33.2%                                                                         
პოლონეთი +11.5%                                                                       


„ორ მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური რეგიონში უპრეცედენტო რაოდენობაა. ასეთი ციფრები პირველად გვაქვს. აღსაღნიშნავია ის გარემოება, რომ არსებული მონაცემები საქართველოს საზღვრის აჭარის სამი ადმინიტრაციული მონაკვეთის მონაცემებს ითვალისწინებს (სარფი, ბათუმის აეროპორტი, ბათუმის პორტი). მათ შორის ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების წილი 86,74%-ს შეადგენს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  არსებული შედეგის მისაღწევად ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვუწევდით პოპულარიზაციას ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას საერთაშორისო მედიაპლატფორმებით, პრესს-ინფოტურებით, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ონლაინ რეკლამითა და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებით. BBC, Euronews, CNN, Deutsche Welle - ის ტელეკომპანიებია, რომელთა მეშვეობით აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა ნახა. რეგიონის პოპულარობაზე მეტყველებს ისიც, რომ Airbnb-იმ 2019 წლის 19 ყველაზე ტრენდულ ქალაქს შორის ბათუმი დაასახელა. Airbnb არის პლატფორმა, რომელსაც 500 000 000 მომხმარებელი ჰყავს და ეს არის პრაქტიკულად რეკომენდაცია მათთვის. განხორციელებული ვიზიტების  პერიოდის ანალიზი გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ აჭარა უკვე არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.


მსგავს თემაზე:

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 4 წლის განმავლობაში 408 სატელევიზიო გადაცემა მოამზადა


მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის გამოყოფილი დაფინანსება იზრდება


2018 წელს საქართველოში შემოსული 8.7 მლნ ვიზიტორიდან 5 მლნ ტურისტი იყო



სხვა სიახლეები