• Ƀ/$

გორის ქარის ელექტროსადგურმა 2018 წელს 84.2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა

10 იანვარი 13:28 | ეკონომიკა

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის” მიერ 2018 წელს წარმოებულმა და ქსელზე მიწოდებულმა ელექტრო ენერგიამ 84 202 860 კილოვატ საათი შეადგინა, რაც 102 860 კილოვატ საათით აღემატება 2018 წლის საპროგნოზო გამომუშავებას. 

შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საქართველოში, ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით, პირველი პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა. 2017 წელს მან 3.6 მლნ კვტ/სთ-ით მეტი 87.8 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა. ქარის ელექტროსადგურის წილი მთელს გენერაციაში ამ ეტაპზე 0.8%-ს არ აღემატება თუმცა განიხილება დამატებით ახალი სადგურების აგებაც. ეკონომიკურად მომგებიანი პოტენციალის დადგმური სიმძლავრე 1.5 გიგავატს, გამომუშავება კი 4 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს. 



მსგავს თემაზე:

საქართველოში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება


ბრიტანეთში ყველაზე მძლავრი of shore ქარის ელექტროსადგური ამოქმედდა



სხვა სიახლეები