• Ƀ/$

Ford რუსეთში ბიზნესის გაყიდვას აპირებს

10 იანვარი 23:55 | კომპანიები

Ford-მა შესაძლოა, რუსეთში თავისი ბიზნესი გაყიდოს. ამის შესახებ კომპანიაში ხუთშაბათს, 10 იანვარს განაცხადეს. 

რუსულ კომპანიასთან Sollars ერთობლივ საწარმოში წილის გაყიდვა ბიზნესის ევროპის სეგმენტის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში შეიძლება მოხდეს.


ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის ტერიტორიაზე Ford Sollars-ის 4 ქარხანა მუშაობს.


Ford-ის ევროპული ფილიალის ხელმძღვანელის სტივენ არმსტრონგის თქმით, „მნიშვნელოვანი ცვლილებები“ მოხდება, მათ შორის ქარხნების ლიკვიდაცია, ათასობით თანამშრომლის დათხოვნა და სამოდელო წყების გადახედვა. „კომპანიას ევროპაში მომგებიანი პერიოდებიც ჰქონდა, მაგრამ ვერც მაშინ გავდიოდით აუცილებელ მონაცემებზე“, – განაცხადა არმსტრონგმა.


Ford-ის წილი ევროპის ავტობაზარზე წლებია, ვარდება


ევროპის საავტომობილო ბაზარზე 10 წელზე მეტია, Ford-ის წილი მცირდება – თუ ეს წილი 2006 წელს 11% იყო, 2018 წელს მხოლოდ 6,4% დარჩა. დღეისათვის კომპანიის ევროპულ საწარმოებში 53 000 ადამიანი მუშაობს.


ბიზნესის რეკონსტრუქციის ფარგლებში Ford-მა Volkswagen-თან თანამშრომლობა, შესაძლოა, სტრატეგიულ ალიანსამდე მიიყვანოს, რაც ელექტრომობილებისა და სრულად ავტონომიური მანქანების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.


რუსეთთან მიმართებაში გადაწყვეტილების მიღება წლის მეორე კვარტალშია მოსალოდნელი.


მსგავს თემაზე:

Ford-ი Walmart-სა და Postmates-თან ერთად უპილოტო მანქანებით პროდუქტის ადგილზე მიტანის სერვისს შექმნის


Ford ბაზრიდან თითქმის მილიონ ავტომობილს გაიწვევს



სხვა სიახლეები