• Ƀ/$

ამერიკაში იპოთეკური ბუმია

11 იანვარი 10:47 | ეკონომიკა

აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 2018 წლის აპრილის მინიმუმზე დაეცა, რამაც მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.

ამის შესახებ სააგენტო როიტერი იპოთეკური კორპორაციის Freddie Mac ანალიტიკურ მიმოხილვაზე დაყრდნობით წერს.


მიმოხილვის თანახმად, 30-წლიანი კრედიტების საშუალო განაკვეთი ბოლო კვირაში 4,51-დან 4,45%-მდე დაეცა, 15-წლიანი – 3,99-დან 3,89%-მდე.


ამ ფონზე იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა.


Freddie Mac-ის მონაცემებით, იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთებზე უარყოფითი დინამიკა ბოლო ორი თვის განმავლობაში შეინიშნება.


სხვა სიახლეები